:4:

82 15 0
                                    

კარებთან მდგარი ექიმები ოთახში სწრაფად შემოცვივდნენ.

ელენის დედას, ჰეილის, საფეთქელთან ჩიპი წითლად უბდღვიალებდა.

ნემსები ხელიდან გამოიძრო და სათითაოდ გადატეხა.

მუქ ყავისფერ თმებს იწიწკნიდა და გააფთრებული კიოდა.

ყვირილთან ერთად შიგადაშიგ მანიაკური სიცილიც წასკდებოდა. თეთრ ხალათზე მედიკამენტური სითხეები გადაისხა.

"ნაახეე! ხომ ლამაზიააა? ლამააზია არაა?!"

ხრინწიანი და მთრთოლავი ხმით მიკიოდა და დასვრილი მაისურისკენ თითს იშვერდა.

გაოგნებულს არვიცოდი რა მექნა. კითხვაზე პასუხი გამეცა თუ აქედან გავვარდნილიყავი.

ექიმები მიცვივდნენ და მის გაკავებას შეეცადნენ.

"ქალბატონო, გეხვეწებით დამშვიდდით და წინააღმდეგობას ნუ გვიწევთ-"

"ხელი გამიშვით! რობოტები ხართ? რობოტებს გავხართ! ღმერთო ჩემო, აქ აღარაფერი არაა რეალური, ადამიანებიც გამოგონებებით ჩაანაცვლეს! აღარაფერი გვეშველება! ვიღუპებით, თალები გაახილეთ! რააზრი ჰქონდა დედამიწიდან აქ წამოსვლას, მაინც ვიღუპებით!"

ხრინწიანი ხმით გაჰკიოდა და ექიმებს ეჯაჯგურებოდა.

გაშტერებული და კოპებშეკრული ვუყურებდი მის ყოველ მოძრაობას.

ნეფელებივით ლაპარაკობს, დაავადებულია.

"ნახვამდის, დეიდა ჰეილი" ტუჩები ნელა ავამოძრავე, გააფთრებულ და შეშლილ ქალს თვალი გავუყარე და გარეთ გავვარდი.

აღარაფერი მინდოდა, სასწავლებელში წასვლისა და დღის წყნარად დამთავრების გარდა.

***

ცისფერი ზურგზაკი, რომელიც იდენტური იყო ყველა ამ სასწავლების მოსწავლის ჩანთისა, ძირს დავაგდე.

ზმეიკას ვწვდი და ვცდილობდი სწრაფად გამეხსნა.

კავშირის ჰოლოგრამა მირეკავდა.

ნეფელიბატა | პ.ჯმ×☇Where stories live. Discover now