:5:

136 15 5
                                    

"ეს რა არის?" პატარა გოგომ, რომელიც მუხლებამდე ძლივს მწვდებოდა, ცისფერ კავშირის ჰოლოგრამისაკენ გაიშვირა თითი.

აფორიაქებულმა მოწყობილობა თითქმის უკვე გაცვეთილ ჩანთაში ჩავტენე.

"ეე...არაფერია ისეთი....შენ რომ სათამაშოები გაქვს, ეგეთი რაღაცაა" ასახსნელად საჭირო სიტყვებს ვეძებდი.

"მერე? მათხოვებ? ვითამაშებ და დაგიბრუნებ!" მუხლზე შემომეხვია.

ეს ბავშვი არც ისე დაბალი და პატარა არის, უბრალოდ მე ვარ უზარმაზარი.

აქ გადმოსვლის შემდეგ, ჰაერში შეცვლილმა ჟანგადმა ჩემზე ისე არიმოქმედა მუტანტი რომ გავმხდარიყავი...ადამიანი დამატებითი ძალებით...

სამაგიეროდ ცვლილებები მაინც განიცადაჩემმა სხეულმა და ისედაც მაღალმა, სიმაღლეში ათი სანტიმეტრით მოვიმატე. ალბათ ზუსტად ორი მეტრის ვიქნები.

გოგონას დავხედე და გავუღიმე. ცისფერი თვალებით ისევ ამომხედა.

მას ცეილი ერქვა.

საშინლად გაძვალტყავებული და სუსტი იყო.

თვალები გადმოკარკვლოდა და ლოყები ჩაცვენილი ჰქონდა.

ფეხებზე მუხლის ძვალი მკვეთრად ეტყობოდა.

დედამისი, ახალგაზრდა გოგო დაახლოებით ჩემი ასაკის, ძალიან ღელავდა მასზე.

ფიქრობდა რომ მისი ასეთი მდგომარეობის გამო მას ძალიან სუსტი იმუნიტეტი ჰქონდა და ნებისმიერ წამს შეეძლო დედამიწის ჰაერსს მის ორგანიზმის მოგერიება და რომ ის მუტანტად იქცეოდა.

კარავის ფარდა ისევ გადასწიეს.

"ცეილ, წამოდი. ბიძია კონორი კოცონთან ამბების მოყოლას იწყებს. და ცოტა კურდღლის ჩაშუშულს გაჭმევ, ალბათ მოგშივდა"

გოგონამ დედამისს, რირის გახედა და შემდეგ ჩემს მაგივრად მას მოეხვია ფეხებზე.

ცეილი დედამისის ზუსტი ასლი იყო.

ცისფერი თვალები და მუქი ყავისფერი ტალღოვანი თმა.

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Jul 24, 2019 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

ნეფელიბატა | პ.ჯმ×☇Where stories live. Discover now