:3:

90 17 2
                                    

გრძელ ხის სკამზე განუნძრევლად ვიყავი ჩამომჯდარი და ველოდებოდი სანამ ელენი გამოიცვლიდა.

მიუხედავად იმისა რომ აშკარად წვალობდა, დახმარებას მაინც ყოველთვის მიკრძალავდა.

მოხმარებისას ის თავს მხდალ ადამიანად გრძნობდა. გრძნობა რომელიც მას სამწუხაროდ ცხოვრებაში არ აკლდა.

პოლისის ცენტრს გასახდელი ოთახები წინა პარასკევს შეეცვალა. ხელოვნური საღებავის სუნი ჯერ კიდევ იგრძნობოდა და ცხვირს მიწვავდა.

იმის მაგივრად რომ სამეცნიეროსათვის მიემართათ და ჰოლოგრამის კედლები შეეძინათ, ერთი ამბავი აუტეხიათ და ამაზე უარი უთქვამთ.

ზოგიც ამბობს რომ ამ ცენტრის უფროსი ნეფელია და ამიტომაა დღევანდელი გამოგონებების ასე წინააღმდეგი.

შარვლის გამოცვლისას ელენს მეტალის ფეხები გამოუჩნდა.

"ამ ბოლო დროს მუხლის მოკეცვისას მიჭრიალებს, გგონია რამე სერიოზულია?" ბიჭურად შეჭრილ ქერა თმაზე ხელი გადაისვა.

"რავიცი. შენს ექიმს დაზუსტებისთვის მაინც მიაკითხე" მხრები ავიჩეჩე.

"რაღა ექიმი, შენ არხარ მომავალი მეცნიერი? უკეთესად უნდა გესმოდეს ამ ჯართების შესახებ" თქვა და რკინის ფეხებზე ხელი დაირტყა.

პოლისის ცენტრი იყო ადგილი, სადაც უნარშეზღუდულ ხალხს აცხოვრებდნენ. რათქმაუნდა, თუ ისინი თანახმა იყვნენ.

ელენი და დედამისიც ამ ცენტრში ცხოვრობენ, უკვე რამდენიმე წელი.

კატასტროფულ ავარიაში მოხვედრის შემდეგ, როცა მფრინავი მანქანები მწყობრიდან გამოსვლის შემდეგ ერთმანეთს შეეჯახნენ, გზაზე გადამსვლელი დედა-შვილიც ზუსტად შეჯახების შუაგულში მოყვა.

მაშინ ელენი პატარა იქნებოდა და დედამისიც გაცილებით ახალგაზრდა.

პატარა ელენს ფეხები მთლიანად დაუზიანდა.

ძვლები ნამსხვრევებად ექცა, კაპილარები, ნერვები - გაესრისა.

ნეფელიბატა | პ.ჯმ×☇Where stories live. Discover now