10.

1.3K 110 8
                                    

თეჰიონის პოვ.
უამრავი ემოცია ირეოდა ჩემს შიგნით. ჩემი სხეული ბრძოლის ველს დაემსგავს, რომელშიც ეს რამდენიმე გრძნობა პირველობისთვის ომობს. ბიჭებს მივუახლოვდი და ნელა ჩამოვჯექი სკამზე.
-თეჰიონ სად იყავი? მკითხა ჯინმა და პირში ორცხობილა ჩაიტენა.
-ტელეფონის ასაღებად.-ვუთხარი მოკლედ.
ყველა თავისთვის ერთობოდა მე კი სკამზე ვიჯექი და ჩემს ფეხებს მივშტერებოდი მანამ სანამ ჯონგუკი არ მომიახლოვდა.
-დაგინახეთ..- მითხრა ხმადაბლა.
-მერე?
-თქვენი საუბარიც გავიგე.
-ჯონგუკ თემა შეცვალე.
-როდემდე?
-...
-როდემდე უნდა ვცვალოთ თემა? ვიცი ჩემზე უფროსი ხარ და ჩემზე ბევრი იცი,მაგრამ მინდა გითხრა რომ ზედმეტი მოგივიდა.
-რომ შემძელებოდა ამაზე მეტსაც ვეტყოდი.
-ზედმეტი მოგივიდა ჰიონ
შენ ფიქრობ,რომ ის ეგოისტურად მოიქცა. სინამდვილეში კი შენ ხარ ის ერთადერთი ვინც ასე იქცევა.
-რას გულისხმობ?
-მხოლოდ იმას ამბობ რომ წავიდა მიზეზი კი რამაც აქამდე მიიყვანა არ გაინტერესებს.
-ჩემთვის იოლი არ არის მასთან ასე საუბარი.. რა გგონია მართლა ფეხებზე მკიდია? გგონია მშვიდად შემიძლია ვუყურო,როგორ სტკივა გული? მაგრამ პატიება არ შემიძლია..
-მესმის შენი, მაგრამ მეშინია როდესაც პატიებას გადაწყვეტ გვიანი არ იყოს. მხარზე ხელი დამარტყა ჯონკუკმა და ფეხზე წამოდგა.
-რას აკეთებთ მანდ? არ გშიათ? მომესმა ჯინის ყვირილი.
-მოვდივართ დედიკოო!-დაუყვირა ჯონკუკმა.
-მაგ სიტყვების გამო მშიერს დაგტოვებ ლუკმასაც არ გაღირსებ.- დაიქოქა ჯინი და ყვირილით მიდამო აიკლო.
-გაჩუმდი თორემ მშიერი დარჩები. ფეხზე წამოვდექი და ჯონგუკს მივმართე.
-წამო წამო ხელი გადამხვია კუკმა და ბიჭებისკენ წავედით.

ელის პოვ.
სახლის კარი შევაღე. ჩემს ოთახში შევედი და საწოლზე დავენარცხე. საკმაოდ დიდხანს ვიწექი ასე და ემოციებისგან ვიცლებოდი. შემდეგ გონზე ტელეფონის ზარმა მომიყვანა ჩემი მეგობარი ნიტა რეკავდა საქართველოდან. დაფეთებული დავეტაკე მოწყობილობას და გავიაზრე,რომ მას საერთოდ არ ვეხმიანებოდი.
-გისმენ ნიტა..
-მიხარია ჩემი სახელი მაინც თუ გახსოვს.
-ნიტა მაპატის იცი ძალიან გადატვირთული ვიყავი და..
-გეყოს თავის მართლება. მითხარი როგორ ხარ?
-კარგად შენ?
-ალბათ შენი სატრფოს გვერდით ჩვენ საერთოდ აღარ გახსენდებით.
-სატრფო?
-ჰო რა იყო
-მას ჩემი დანახვაც კი არ უნდა.
-ანუ?
-ვერ მიტანს! რამდენჯერაც შევხვდი იმდენჯერ ამტკიცებს რომ მისთვის უცხო ვარ..
-აღარ უყვარხარ?
-არ ვიცი. არაფერი მესმის..
-იქნებ სცადო მასთან საუბარი ხელახლა?
-არვიცი,არ ვიცი როგორ გავიმართლო თავი.
-უთხარი.. ახლა უჭირს, მაგრამ საბოლოოდ გაიგებს უთხარი რატომაც წამოხვედი.
-შენ გგონია თვითონ არ იცის? იცის მაგრამ ვერ მპატიობს ამდენი პირობის დაღრვევას ვერ მპატიობს, რომ ასე სიტყვის უთქმელად წავედი.
-ჰო ის ჩვენ არ გვგავს ვერ გაპატიებს ამდენ უყურადღებობას..
-ნიტა!
-რაიმე ტყუილს ვამბობ?
-მართალი ხარ უყურადღებო ვარ ბოდიში თუ ვერ გიწევ სათანადო მეგობრობს.
-კარგი არაუშავს. დაელაპარაკე იცოდე. არ მინდა მაგ ადამიანის გამო ტიროდე და თუ მაინც არაფერი გამოდის დაბრუნდი უკან. ჩვენ ყოველთვის მიგიღებთ.
-შენზე მომიყევი როგორ ხარ?
-კარგად ვართ ჩვენ ელი. ახლა უნდა წავიდე შესვენება დამიმთავრდა. მიყვარხარ.
-მეც ნიტა. კარგად.

უყურადღებო მეგობარი და მოღალატე შეყვარებული. კარგი დახასიათებაა ჩემს ასაღწერად. გაღიზიანებულმა ტელეფონი საწოლზე დავაგდე.

*რამდენიმე დღის შემდეგ*
ოფისში ვზივარ და საბუთებს მივშტერებივარ უკვე ღამის 11 საათია მე კი ისევ ჩემს კაბინეტში ვარ. ცოტახნის წინ შუგამ დამირეკა და მომიკითხა. ბედნიერი ვარ, რომ ხშირად ვახსენდები. საბოლოოდ როგორც იქნა მუშაობა დავამთავრე. კომპანიიდან გამოვედი და სახლისკენ გავემართე. გარეთ ციოდა ამის მიუხედავად მე ფეხით გავაგრძელე გზა, მაგრამ მაშინვე ვინანე ჩემი გადაწყვეტილება, რაც მსხვილი წვიმის წვეთი დამეცა. წვიმამ მოუმატა და უკვე თავიდან ბოლომდე სველი ვიყავი. ეს ამინდი ხშირად მახსენებს თეჰიონს და გულზე დარდი მაწვება ვცდილობ ფიქრი თავიდან ამოვიგდო, მაგრამ არაფერი გამომდის. ქუჩა გადავკვეთე, მაგრამ მოულოდნელად საშინელმა ხმამ ყურები დამიბინდა ძლიერი შეჯახება და ძლიერი ტკივილი ვიგრძენი შემდეგ კი სიბნელემ მოიცვა ჩემი თვალები და გონება.

შუგას პოვ.
სავარძელს ვარ მიყრდნობილი და ბიჭებს მივჩერებივარ რომლებიც ახალ ალბომზე საუბრობენ. თეჰიონიც მშვიდად ზის და ხანდახან ერთვება მათ ლაპარაკში ჯინი ჩხუბობს რეპმონსტრი მის დაწყნარებას ცდილობს მე კი უბრალოდ ძილი მინდა და ეს ძალიან რთულია ამ სიტუაციაში. ჩემი ტელეფონის ხმას გონზე მოვყავარ უკვე გვიანია და ამ დროს, როგორც წესი არავინ მირეკავს ყველა ჩუმდება და ჩემს ტელეფონზე გადააქვთ ყურადღება.
მოწყობილობას დავხედე და ელის ნომრის დაფიქსირების თანავე სწრაფად ვუპასუხე ზარს.
-გისმენ ელი.
-უკაცრავად მე ექთანი ვარ. ვინ არის ეს გოგონა თქვენთვის?
-ის ჩემი მეგობარია. რამე მოხდა?
-მინდა გითხრათ, რომ ის ავარიაში მოყვა და ახლა საავადმყოფოშია. ამ სიტყვებზე ადგილზე გავშრი და ბიჭებს გადავხედე.
-რომელ საავადმყოფოშია? ვიკითხე ანერვიულებულმა და პასუხის მიღების თანავე ტელეფონი გავთიშე.
-რა მოხდა? შემომეფეთა ჰობი.
-ელის სჭირს რამე? ფერი დაკარგა ჯონგუკმა.
-ავარიაში მოყვა. თავი ხელებში ჩავრგე. ბიჭებს თვალები გაუფართოვდათ და კითხვების დასმა განაგრძეს თეჰიონი კი ვეღარსად შევამჩნიე უბრალოდ ოთახში არ იჯდა.
-მასთან როგორ მივიდეთ?
-ვერ მივალთ. ვუთხარი აფორიაქებულმა. -მენეჯერს უნდა ვუთხრათ.
-ახლავე დავურეკავ და ვინმეს გაგზავნის. სწრაფად აიღო ტელეფონი ნამჯუნმა.

P.S. ესეც შემდეგი თავი💜იმედი მაქვს მოგეწონებათ💜მადლობა მათ ვინც კითხულობთ🤗💜მიყვარხართ.💜

Love is not overWhere stories live. Discover now