16.

1.4K 100 11
                                    

-არასდროს მაპატიებ? ვეკითხები ხმადაბლა და ველი მისგან რაიმეს თქმას მაგრამ ჩუმად ზის. ხმას არ იღებს თითქოს ხმა არ ამომეღოს თითქოს სიტყვა არ მეთქვას.

-თეჰიონ მე მინდა დაგელაპარაკო. წარმოვთქვი ხელახლა ცოტახნის პაუზის შემდეგ.
-გისმენ. რა უნდა მითხრა? ის რომ წუხხარ იმის გამო რომ მიმატოვე? ჩაეცინა.
-ეს არ არის სასაცილო!
-ვისთვის როგორ..
-ჩემი გრძნობები არ არის დასაცინი!
-ის ერთადერთი ვისაც გრძნობებზე თამაში,დაცინვა უყვარს რომელმაც არ იცის სიყვარულის მნიშვნელობა ჩვენს შორის შენ ხარ. ხმა დაუსერიოზულდა თეჰიონს.
-მადანაშაულებ?
-არა. ენა პირში დაატრიალა.-არა რათქმაუნდა.
-უბრალოდ დამაცადე გითხრა..
-თქვი! დამიყვირა გაბრაზებულმა რაზეც შევხტი.
-თეჰიონ.. დავიწყე ენისბორძიკით. ჩვენ საერთო მხოლოდ ის გვაქვს რომ ადამინები ვართ სხვა ყველაფრით განვსხვავდებოდით. შენი სამყარო სცენაა ჩემი კი შეიძლება აუდიტორია იყოს. შენი სამყარო ფანებია, კომპანიაა, მუსიკაა. შენ ვერ იქნებოდი მიჯაჭვული გრძნობებს რომელიც არაფერში დაგეხმარებოდა.. რომელიც არაფერს მოგიტანდა სასიკეთოს.
-ეს ვინ გადამიწყვიტა? შენ? ვინ გადამიწყვიტა რომ გრძნობები არაფრის მომცემია?
-ეს შენს შემთხვევაში ასეა.
-გეყოფა! სინამდვილე იცი რა არის? მითხრა და ჩემსკენ მოტრიალდა.-სინამდვილე ის არის რომ შენ ხარ სუსტი და ჩამოუყალიბებელი ადამიანი!! უკვე ყვიროდა და თვალზე მომდგარი ცრემლის შეკავებას ვერ ვახერხებდი. მეუბნები რომ წახვედი იმის გამო რომ ვერ გაუძელი არსებულ ვითარებას ხომ ასეა? ტონს დაუწია რომ მიხვდა რომ შემეშინდა. ამაზე თავი დავუქნიე.
-მაშინ შეგიძლია მითხრა რატომ დაბრუნდი?
ჩუმად ვიდექი და ვერ ვხვდებოდი რა მეთქვა.
-შენ გეკითხები! ახლა რა შეიცვალა? მე ისევ აიდოლი ვარ, ისევ სცენას ვეკუთვნი შენ კი ისევ აუდიტორიას. აბა მითხარი რა შეიცვალა.-არაფერი.
-შენ არ გესმის! არაფერი გესმის! იმიტომ რომ არ ხარ ჩემს ადგილას. შენ არ იცი მე რას ვგრძნობდი და რას განვიცდიდი. გგონია რომ იოლი იყო, გგონია ასე უბრალოდ ადგე და წახვიდე მარტივია? მე არ მინდოდა შენი კარიერა ჩემს გამო დანგრეულიყო, არ მინდოდა ფანებისთვის გული მეტკინა. იცი როგორ მიჭირდა როცა ვხედავდი ჩემს მიმართ მომართულ საშინელ კომენტარებს. როდესაც გელოდებოდი და შენ არ ჩანდი. როდესაც მივხვდი რომ შენ არ იყავი ჩემი სამყაროდან. არ იცი! ცრემლები ჩამომიგორდა სახეზე. თეჰიონმა კი რომელიც ამ დროის მანძილზე ჩუმად მისმენდა და ჩემს გვერდით იჯდა საბოლოოდ წარმოთქვა.
-რატომ დაბრუნდი?
-ვერ გავძელი.. ვერ გავძელი შენს გარეშე დავბრუნდი იმიტომ რომ მიყვარხარ!
თაჰიონს მზერა გაუშეშდა თვალებში მომაჩერდა ხმას არ მცემს უბრალოდ მიყურებს მე კი გულისცემა საშინლად მაქვს აჩქარებული. თითქოს რაღაცის თქმას აპირებს ისეთი გამომეტყველება აქვს მაგრამ არ დასცალდა კარი გაიღო და ოთახში ბიჭები ხმაურით შემოლაგდნენ. თეჰიონმა მზერა ამარიდა წამოდგა და ოთახისკენ წავიდა. (არ ჩამქოლოთ😆უკვე მეც კი ვიტანჯები ამათი საცოდაობით. სულ ცოტაც მოითმინეთ)

Love is not overWhere stories live. Discover now