12.

1.3K 102 5
                                    

ადამიანის საუბარი ყურებში ბუნტად ჩამესმის.. რა ნაცნობი და რა იდუმალია ეს ხმა.. ვერაფერს ვხედავ და არაფრის გაგება არ შემიძლია ამ ბოხი და იდუმალი ხმის გარდა, რომლის გაგონების თანავე ტანში ჟრუანტელი მივლის. ეს ის ხმაა, რომელსაც ყველასგან გამოვარჩევ ის ხმა, რომლის მფლობელის დანახვა ყველაზე მეტად მინდა, მაგრამ სიბნელეს ვერ ვწყდები წყვდიადში არ ჩანს სინათლის პატარა ნაპერწკალიც კი. ალბათ სიზმარში ვარ ან იქნებ მოვკვდი და ეს არის ჩემი ცხოვრების დასასრული. სიბნელე, რომელშიც მე და ჩემს ფიქრებს ერთად გვიწევს არსებობა. ნაცნობი ხმა წყდება მე აღარაფერი მესმის. ამის შემდეგ სურვილიც აღარ მაქვს გავიღვიძო, მაგრამ რომც მქონდეს ძალა არ მეყოფა. რამდენიმე უშედეგო ცდის შემდეგ ვიგრძენი, როგორ მოვახერხე თვალების გახელა და განათებულ ჭერზე, როგორ შევაჩერე მზერა. ნელა მიმოვიხედე აქ არავინ იყო.. საერთოდ არავინ..
-მიხარია რომ გონს მოხვედით. კარი იღება და ექთანი ოთახში შემოდის.-თავს როგორ გრძნობთ?
-მადლობთ, კარგად.
-რამდენიმე დღე აქ მოგიწევთ ყოფნა. საბედნიეროდ მძიმედ არ დაშავებულხართ.
-დიახ.
-აი ეს თქვენი ტელეფონია.- საწოლის გვერდით მიდებს მოწყობილობას. და ოთახს ტოვებს.

რამდენიმე დღე საუკუნოდ მეჩვენა. ბიჭებს არ დავიწყებივარ ყველა განუწყვეტლივ მირეკავდა და დიდი სიყვარულით მკითხულობდა. ნიტამ და გიორგიმ რომ გაიგეს ჩემი მდგომარეობა კორეაში ლამის ფეხით ჩამომაკითხეს. გამოწერის დღეს ბიჭების მენეჯერმა კაცი გამომიგზავნა და მძღოლმა ბითიესის სახლში განიძრახა ჩემი წაყვანა მაგრამ მე უარზე დავდექი და მიუხედავად მათი დიდი თხოვნისა ჩემს სახლში წამოვედი.

***
-მადლობა რომ ელის ყურადღება მიაქციეთ.
-სამადლობელი არაფერია ასეც მოვიქცეოდით,მაგრამ ვფიქრობ თეჰიონის საავადმყოფოში მისვლა არ იყო ჭკვიანური.
-რა? თეჰიონი საავადმყოფოში იყო?
-მე მეგონა იცოდით პირველივე დღეს შევამჩმიე ჩემამდე მივიდა.
ამის გაგონების თანავები არემმა ბიჭებს გადახედა. თავი დახარა და სტუმარი გააცილა.
-ეს რა გამოვიდა? თეჰიონი ტყუილად ვლანძღე? თავი მოიქექა ჯინმა.
-ტყუილად არა.. უარესიც უნდა გვეთქვა იმის გამო, რომ ასე ჩუმად ნახულობს ელის და ცდილობს ყველასგან დაფაროს გრძნობები.
-მას ისევ უყვარს უბრალოდ არ უნდა,რომ ეს შევნიშნოთ.- ჰობი.
-ვნახავთ სადამდე გასტანს მისი ასეთი საქციელი.. ჩაიბუტბუტა შუგამ თავი უკან გადასწია და ჭერს მიაჩერდა.
-ელი ჩვენთან უნდა მოვიყვანოთ არ მინდა სახლში მარტო იყოს. ახალი გამოწერილია საავადმყოფოდან.-ჯინი.
-მართალიაა თან თეჰიონთანაც ახლოს იქნება.-ჯონგუკი.
-ძალიან ჯიუტია არ წამოგვყვება.-მოიწყინა ჰობიმ.
-მართალია ჩვენ არ წამოგვყვება მაგრამ მისი აქ მოყვანა პრობლემას არ წარმოადგენს როდესაც შუგა არსებობს.-ეშმაკურად ჩაიცინა ჯიმინმა.
-შუგა შენ უნდა მოიყვანო თან ახლავე!-ჯინი.
-ბრძანებას აქვს ადგილი თუ მომესმა?-დუდუნებს თვალებდახუჭული შუგა.
-არა თხოვნას ჰიონ.-გვერდით მიუსკუპდა ჯონგუკი.
-შუგა იცოდე ელის გარეშე თუ მოხვალ სახლში არ შემოგიშვებ.-ჯინი.
-ისე მემუქრები ფეხს არსად გავადგავდი ელის აქ მოსვლა,რომ არ მინდოდეს.-ბუტბუტებს შუგა და ნელა დგება ფეხზე.

Love is not overWhere stories live. Discover now