"5"

252 29 6
                                    


"ყველაფერი მაშინ დაიწყო როდესაც ჩვენს უფროსწორად შენს ცხოვრებაში ლიამი გამოჩნდა."

"კი მაგრამ ლიამი რა შუაშია?"

ვიკითხე გაკვირვებულმა და მის პასუხს მოუთმენლად ველოდი მან სიმწრისგან ჩაიღიმა და თხრობა განაგრძო

"ის შუაში კი არა თავშია ჩემი 15 წლის იუბილე გახსოვს უფროსწორად ის რაც დავგეგმეთ მხოლოდ ჩვენ ორი და არვინ სხვა მთელს ღამეს საუბარში გავატარებდით და თან შენთვის რაღაცის თქმას ვაპირებდი"

"რის?"

ამაზეც ჩაიღიმა შემდეგ თვალები გადაატრიალა ჩემა კითხვას ყურადღება არ მიაქცია და ისევ გააგრძელა მოყოლა

"შენ ეს დღე არ გახსოვს იცი რატომ ლიამთან ერთად იყავი. იმ ბიჭთან რომელიც სულ რაღაც ერთი კვირის გაცნობილი გყავდა იცი გული როგორ მეტკინა ? თუ წარმოიდგენ?"

"ჰარი მე არ ვიცოდი ლიდიამ მითხრა რომ მოსწონდი  და შენთვის  სიყვარულის ახსნას აპირებდა და არ მოვსულიყავი მეც დავუჯერე ასე არ იყო?"

"არა ელისონ ასე არ ყოფილა ჩემი დაბადებისდღე მხოლოდ მე მიულოცე საკუთარ თავს. თუმცა კი ლიდია მოვიდა ოღონდ მარტო არა სამ ბიჭთან ერთად რომლებმაც საკუთარ დაბადებისდღეზე ძვალ რბილი გამიერთიანეს და კარგადაც გამალამაზეს ბოლო წიხლი ლიდიასგან მახსოვს სიტყვებით 'ელის აღარასოდეს მიეკარო' და ერთი დღის მერე საავადმყოგოში გავიღვიძე"

თქვა ჰარიმ გაბრაზებული და ამავდროულად ნაღვლიანი თვალები შემომანათა და მეც თავი უკანასკმნელ იდიოტად ვიგრძენი

"იცი ესეც კი არ აღმოჩნდა ჩემთვის საკმარისი იმ ერთი კვირის მანძილზე რომელიც საავადმყოფოში გავატარე შენზე ვფიქრობდი მეგონა რომ წუთი-წუთზე შემოაღებდი კარს და მეტყოდი ჰარი მეორედ ასე აღარასოდეს მოგექცევიო"

სიკვდილი მინდა აი ახლა კი ნამდვილად

"ჰარი მე..."

შემაწყვეტინა

"არც ეს არის ჩვენი ურთიერთობის საბოლოოდ დარღვევის მიზეზი."

"აბა რა არის"

ჩავერიე საუბარში

"რადა შენი წერილი"

თვალები მოვჭუტე იმის იმედად რომ გავიხსენებდი რაზე მეუბნებოდა მაგრამ არანაირი წერილი არ მახსენდებოდა ამ წამს. დიდხანს ვიფიქრე და მერე ვკითხე

"რა წერილი?"

"სახლში მაქვს თუ წამომყვები გაჩვენებ. იქნებ მაშინ მაინც მიხვდე მიზეზს"

მოკლედ მომიჭრა ჰარიმ სიმართლე რომ ვთქვათ მაინც ჰარისთან ვაპირებდი წასვლას სხვა მოსაუბრე ხომ არ მეგულებოდა?! უკან მივედევნე კარებთან შეჩერდა და მითხრა

"ახლა ხმას არ ამოიღებ რაც არ უნდა მოხდეს"

"კარგო ხო"

ასე ჩუმად მივედით მის სახლთან სახლში არავინ იყო ამიტომ ოთახში შესვლამდე ჭამეო შემომთავაზა მაგრამ არც ეს შემიძლია... მისი ოთახი არც კი შეცვლილა ყველაფერი ისეა როგორც დავტოვე პლაკატები რომელიც ერთად ამოვბეჭდეთ ჩვენი ნახატები სურათები ჩემი იხვიც კი იქ დევს რომელიც მან მაჩუქა კი მაგრამ სად იპოვა

"წერილი ... წერილი"

ბურტყუნებდა და კარადებს ქექავდა. მე კი ირგვლივ ყველაფერს ვავლებდი თავს ოთახი საოცრად იყო დალაგებული ჰარი ხომ სისუფთავის მაინიაკია ჩამეცინა და ამასობაში ჰარის შეძახილიც გავიგე

"აი ვიპოვე"

წამოიძახა და მომაწოდა მეც ჩამოვჯექი მის საწოლზე. გული გამალებით მიცემდა მეთქი ვიტყოდი მაგრამ ჩემს ის ამჟამად მხოლოდ აპარატის წყალობით ფეთქავს მოკლედ ვნერვიულობდი ჰარი კი მგონი ჩემზე მეტადაც კი ნერვიულობდა ღრმად ჩავისუნთქე და კითხვა დავიწყე ...

🍇🍈🍉🍊🍍

თქვენი აზრით რა წერია წერილში? დააკომენტარეთ და დაავოუთეთ მიყვარხართ ყველა❤❤

ორ სამყაროს შორის (დასრულებული)Where stories live. Discover now