"14"

229 19 3
                                    

მისკენ მიმატრიალა თვალებში ჩამხედა გამიღიმა და ჩემს ტუჩებს უნახავივით დაეწაფა ისეთი სასიამოვნო გრძნობა იყო რომ ლამის გონება დავკარგე რამოდენიმეჯერ ვცადე თვალების გახელა თუმცა ზედმეტად ბევრი ადრენალინი არ მაძლევდა ამის უფლებას გრძნობების მორევი თანდათან მითრევდა და თითქმის სულ დამავიწყდა რომ ქუჩაში ვიყავით მაგრამ ჰაერის ნაკადმა რომელიც ჩვენს ფილტვებს თითქმის საერთოდ აღარ მიეწოდებოდა ეს მალევე შეგვახსენა ორივეს ჩვენი ტუჩები ერთმანეთს ისე მკაფიოდ მოშორდა რომ ბოლოჯერ დატკბობის საშუალებაც კი არ მომცა თვალები გავახილე თუ არა ჰარის საოცარი ღიმილი ისევ მერგო საჩუქრად შემდეგ კი მისი ძლიერი და საოცარი მკლავები ჩემს სხეულს შემოეკრო იმ წამს მხოლოდ იმ წამს მსურდა დრო გაჩერებულიყო დედამიწას შეეწყვიტა ბრუნვა და ასე გაგრძელებულიყო უსასრულოდ მაგრამ ფაქტი ერთი იყო ეს შეუძლებელია

"მიყვარხარ"

ჩემმა ენამ თავისით დაიწყო მეტყველება და გულიდან ამონაგლეჯი ეს სიტყვები წარმოთქვა. უცებ ჰარი ჩემს სხეულს მოშორდა და თავისი ულამაზესი თვალები მომანათა

"რა თქვი გაიმეორე"

მივხვდი რაშიც იყო საქმე მეც ახლა გავაცნობიერე რა ვთქვი წეღან გავიღიმე და ვუთხარი

"მიყვარხარ ჰარი სტაილს ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარხარ... ისე მიყვარხარ რომ ვერც კი გამოვხატავ ამას სიტყვებით... შენს გვერდით თავს ბედნიერად ვგრძნობ... მიყვარხარ"

"მეც მიყვარხარ ელისონ და შენ ეს იცი... სიტყვებით ვერ ავღწერ ამ გრძნობას ამიტომ..."

მუხლებზე დგება და ჯიბიდან ბეჭდის ყუთს იღებს ერთხელ ძლიერად და ღრმად უნახავივით ისუნთქავს ჰაერს თითქოს გამბედაობის მოკრებას ცდილობსო ჩემი გული კი ამ დროს საგულედან მართლა ვარდება და კოსმოსსის უსასრულო სივრცისკენ მიიკლევს გზას

"ცოლად გამომყევი ელისონ... გპირდები არინ..."

"კი გამოგყვები"

სათქმელის დასრულებას არ ვაცლე რატომ დავთანხმდი მის წინადადებას? ეს მეც კი არ ვიცი! უბრალოდ მიყვარს და ჩემთვის დანარჩენი სულ ერთია.

ერთი თავი დარჩა და ეს ფიკი დასრულდება დიდად არ მომწონს მაგრამ პირველია და ასე ვთქვათ წავა მადლობა ყველას ვინც კითხულობდით მიყვარხართ ძაან❤❤

ორ სამყაროს შორის (დასრულებული)Where stories live. Discover now