Ellison p.o.v
ყველაფერი თეთრმა ფერმა მოიცვა თითქოს თეთრი ბამბის ქულა ყოფილიყო ირგვლივ არაფერი იყო გარდა თეთრი უსასრულო სივრცისა თავი კომედიური ჟანრის ფილმში უფრო ზუსტად კი ყოვლისშემძლე ბრიუსში მეგონა თითქოს ცოტაც და ღმერთს ვიხილავდი სიმწრით გამეცინა თავი გავაქნიე და უეცრად თეთრი ფერის კარი დავლანდე მიუახლოვდი და სახელურს ხელი მჭიდროდ ჩავჭიდე თუმცა ცოტათი ვყოყმანობდი ვაითუ ეს სამოთხე ან კიდევ უარესი ჯოჯოხეთი იყოს? ბოლოს კი თვალები მჭიდროდ დავხუჭე სახელური ჩამოვწიე ჩემი სხეული არ ემორჩილებოდა გონებას და პირიქით. რაც არის არის გავიფქრე და თვალები გავახილე... ეს არ არის სამოთხე არც ჯოჯოხეთი ეს ეკლესიაა ხო ხო ეკლესია ჰორიზონტალურად ჩამწკრივებული სკამებით და ვიწრო გზით რომელიც საკურთხევლისკენ მიდის ვიწრო ბილიკი მკვეთრად არის განათებული თითქოს ძლიერ პროჟეკტორს იყენებენო საკურთხეველზე დიდი ბიბლია დევს ირგვლივ კი არავინ ჩანს"მამაცი გოგონა ყოფილხარ ელისონ"
უეცრად მომესმა მამაკაცის ბოხი ხმა მიმოვიხედე და არავინ ჩანდა
"ვინ ხართ?"
ვიკითხე ოდნავ აკანკალებული ხმით ჩემს გულს ბაგაბუგი გაუდიოდა მე კი შიშისგან ვთრთოდი როგორც დამფრთხალი ჩიტი
"მე ღმერთის ერთ-ერთი შვილი ამადიელი გახლავარ პატარა ქალბატონო"
თქვა და მოჩვენებასავით წინ გადმომიხდა მაღალი ახოვანი ოდნავ მუქი კანის მქონე საკმაოდ სიმპატიური მამაკაცი ნუ რა მამაკაცი ანგელოზი. ისე შემეშინდა ორი ნაბიჯი უკან გადავდგი
"აქ რა მინდა ჯოჯოხეთში მიშვებ შენს ძმასთან?"
ვკითხე ირონიულად მან გაიღიმა და თქვა
"ისე ღირსი კი ხარ მაგრამ მამას შეებრალე და ცოტა მეც"
YOU ARE READING
ორ სამყაროს შორის (დასრულებული)
Teen Fictionეს ისტორია არის გოგონაზე რომელიც კომაშია მისი სული კი დედამიწაზე უგზოუკვლოდ დაეხეტება მას ვერავინ ხედავს გარდა ერთისა. მოკლედ წაიკითხეთ