თავი 12

662 62 0
                                    

დილამდე ასე ვიჯექი..როცა ქვევით ჩავედი ბიჭებმა მითხრეს რომ ყველაფრის გასარკვევად უნდა წასულიყვნენ..მეც მინდოდა წასვლა მარა ტაემ მთხოვა რომ დავრჩენილიყავი..მეც მეტი რა გზა მქონდა....ჯიმინის გარდა სხვა რამეზე ვერ ვფიქრობდი..სულ მისი სახე მიტრიალებდა თვალწინ და ყველა გახსენებაზე თვალებზე ცრემლი მადგებოდა..აზრზე არ ვარ ასე რატომ მემართება..მარა არ მინდა რომ რამე დაემართოს....თავს ვირწმუნებ რომ ის ისევ ცოცხალია და უვნებელი,მაგრამ ამის დადასტურება არავის შეუძლია....სანამ ბიჭები წავიდოდნენ,მათ ქუქზე ვკითხე..თუ სად იყო...ბიჭებმა მითხრეს რომ რაღაც საქმეები ქონდა და ის მათთან ერთად არ მიდიოდა...ასე ვიჯექი სახლში 6-7 საათამდე..მერე გადავწყვიტე რომ ქუქთან წავსულიყავი..თან როუზისა და ლისას შესახებაც მოვუყვებოდი....

მალე ქუქის სახლთან მივედი...როცა შიგნით შევედი კარები ღია დამხვდა...გარშემო კი ყველაფერი დალეწილი იყო...ძალიან შემეშინდა...ამიტომაც ქუქს დავუძახე..და თან სამზარეულოსკენ წავედი..
მე:ჰეიი...ქუქ..აქ ხარ?ქუქ ჩემი გესმის?სად ხარ?არის აქ ვინმე?
მას ვეძახდი როცა უკნიდან  რაღაცის ხმა გავიგე..როცა შევტრიალდი კი ვიღაც კაცი დავინახე მარჯვენა ხელში დანა ეჭირა და ზევით ქონდა აწეული...ის იყო უნდა დაერტყა როცა..ვიღაცის დიდი სხეული ჩვენს შორის ჩადგა და თავის ხელებში მთლიანად მომიქცია....უეცრად ვიგრძენი როგორ ეკეცებოდა ამ ადამიანს ფეხები და ძირს ვარდებოდა..მთელი ტანით მაწვებოდა მე კი მის დაჭერას ვცდილობდი ბოლოს იატაკზე დავარდით ორივე მე კი მისი სახე დავიანხე....ეს ქუქი იყო...ის მე გადამეფარა ახლა კი ზურგში დანა ქონდა ჩარსობილი....ამის დანახვაზე ხელები მთლიანად ამიკანკალდა..თვალებიდან ცრემლები წამომივიდა ..მას სახეზე ხელებ ვუსვამდი და მის გამოფხიზლებას ვცდილობდი მარა ამაო...
მე:ქუქ..ქუქ..გთხოვ გამოფხიზლდი..გეხვეწები არ მოკვდე..ზალიან გთხოვ..არ დამტოვო...გთხოვ...შენც აღარ დამტოვო...
ასე ვლაპარაკობდი და თან ქუქის უსიცოცხლოდ მყოფ სხეულს ვეხუტებოდი....მერე იმ კაცის სიტყვები გავიგე...
ის:ერთი უკვე მოვკალი ახლა შენი ჯერია ....
და იარაღი დამიმიზნა..მე უბრალოდ ქუქს ჩავეხუტე და თვალები ძლიერად დავხუჭე....ველოდებოდი იმ მომენტს როცა  ისროდა..და მართლაც  წამში სროლის ხმა გაისმა..მაგრამ ის  ტყვია მე არ მომხვედრია...თავი ნელა ნელა ზევით ავწიე და ტაე დავინახე ...მას იმ კაცისთვის ესროლა..ახლა კი ჩემს წინ იდგა და ქუქის აყვანას ცდილობდა.
ტაე:ლივ..ლივ შემომხედე...უნდა დამეხმარო..ქუქი უნდა გადავარჩინოთ..ხელი მოკიდე ...
მე როგორღაც გონზე მოვედი..ტაეს ქუქის მანქანამდე მიყვანაში დავეხმარე..მერე კი საავადმყოფოში წავედით...
....უკვე რამდენიმე საათია რაც ქუქი საოპერაციოში ყავთ შეყვანილი..არავინ არაფერს გვეუბნება..ყველანი აქ ვართ...მე მთლიანად სისხლიანი ვარ..ჩემს დანახვაზე ნამჯუნს ეგონა რომ მეც დაჭრილი ვიყავი და გიჟივით მომვარდა...მერე როგორღაც ავუხსენით რომ ეს ქუქის სისხლი იყო...ახლა კი ველოდებით თუ როდის გამოვა ვინმე რომ რამე გვითხრან....
....კიდევ გავიდა რამოდენიმე საათი ..მეტის მოთმენა აღარ შემიძლია..აქ ვეღარ გავჩერდები..ვიღაცა მეგობრებს მიხოცავს და გონია რომ ეს ასე შერცება ,მაგრამ ცდება..მათ არ იციან მე რაშემიძლია...დროა ყველაფერს წერტილი დავუსვათ....
მაშინათვე ფეხზე წამოვხტი და წამოსვლა დავაპირე მარა ტაემ გამაჩერა...
ტაე:სად მიდიხარ?
მე:დამშვიდდი სიკვდილს არ ვაპირებ..დრო დადგა ახლა ისინი მოკვდნენ!!
ტაე:რას აპირებ?
მე:აა ხო ჩემთან ერთად მოდიხარ..რაღაცაში შენი დახმარება მჭირდება...
ტაე:და რაში?
მე:მაგას მერე გეტყვი დროზე წავედით!!
მე და ტაე მანქანაში ჩავსხედით და მის სახლში წავედით..როცა მივედით ტაეს ვკითხე..
მე:ტაე..შუგასთან დაკავშირებით ყველაფერი ვიცი..ვიცი თუ რა მოხდა იმ დღეს და რატომაც ჩამოშორდით მას...ისიც ვიცი რომ იმ დღის ჩანაწერები არსებობს...ახლა კი სწორედ ეგ ჩანაწერები მჭირდება..იცი სად შეიძლება მათი ნახვა...
ტაე:და რაში გჭირდება!!
მე:ტაე კითხვაზე მიპასუხე..იცი სად ვნახო ისინი?!
ტაე:კი..!
მე:კაი და სად?!
ტაე:ისინი მე მაქვს...
მე:ტაე მჭირდება..თანაც სასწრაფოდ...გთხოვ ახსნა განმარტებებს ნუ მომთხოვ ახლა მაგის დრო არ მაქვს..გთხოვ ისინი მომეცი!!
ტაემ ჩემს სიტყვებზე თავლები გადაატრიალა..და ზევით ავიდა..უკან კი ფლეშკით ხელში ჩამოვიდა...
ტაე:აი აქ არის ყველაფერი..მაგრამ აზრზე არ ვარ რათ გინდა..
მე:მაგას ყველაფერს რო გავარკვევ მერე აგიხსნი...
მას ფლეშკა გამოვართვი და გადავეხვიე..ვიცი მასთან კარგი ურთიერთობა არ მქონია მარა,ჩემთვის ამ ხნის განმავლობაში მაინც ბევრი გააკეთა...
ტაე:ეს რისთივ?
მე:შეეცადე რომ არ მოკვდე...
მას მკრათალად გავუღიმე და წამოვედი...უკან გამომყვა მარა წამში ბაიკზე დავჯექი და ჰოუპის სახლისკენ წავედი...ყველა ჩანაწერი იქ მქონდა...ისინიც მალე წამოვიღე და ერთ-ერთ კაფეში დავჯექი....ვიცოდი რომ ასე ყურებიტ ვერაფერს გავიგებდი..ვინმე კომპიუტერის ჭია მჭირდებოდა ,რომელიც ამ ჩანაწერებში რამე ხელმოსაჭიდს იპოვნიდა...მერე კი მია გამახსენდა..ის ჩემთან ერთად ცხოვრობდა საცხოვრებელში..გადამკვდარი მეგობრები არ ვყოფილვართ მარა კარგი ურთიერთობა გვქონდა...კომპიუტერში ძრომიალი მაგრა გამოსდიოდა..და იქნებ რამეში დამეხმაროს..მაშინათვე დავურეკე....და მანაც მიპასუხა..
მია:გისმენთ..
მე:ჰეი მია როგორ ხარ?
მია:ეეეე  ლივ ტერნერ....შენ ხარ?...შე დამპალო ამდენი ხანი სად ეგდე?რატო არ დამირეკე?
მე:ადვილად მიცანი ხო იცი...
მია:შენ ცნობას რა უნდა...დაგავიწყდა ვის ელაპარაკები?!
მე:კაი კაი შენი დახმარება მჭირდება და შეგიძლია შემხვდე?
მია:კი რა პრობლემაა..რამე მოხდა?
მე:მისამართს მოგწერ და მოდი შენი სათამაშოებიანა..რო მოხვალ კი დანარჩენს მერე მოგიყვები....
მია:კაი მოვდივარ...
მია იმაზე მალე მოვიდა ვიდრე ველოდი....თავისი სამი მთავარი ლეპტოპით ხელში და წინ დამიჯდა...
მია:აბა გისმენთ ქალბატონო ლივ ..რით შემიძლია გემსახუროთ?
ამაზე გამეცინა და წინ ფლეშკები დავუწყვე..
მე:აი ამ ჩანაწერებში რაღაცეები უნდა გამირკვიო...
ერთში უნდა გამიგო მანქანის ნომრები და ისიც თუ ვის სახელზეა ის გაფორმებული...მეორეში კი მაინტერესებს რამე ხარვეზი ხომ არ არის...მგონია რომ ჩანაწერი გაყალბებულია.
მია:ოკ  რა პრობლემაა....
მია კომპიუტერებში იყო ჩამძვრალი და რაღაცეებს აკეთებდა..მე კი ვფიქრობდი თუ რა იქნებოდა ამის მერე....
სულ რაღაც ერთ საათში მიამ განაცხადა
მია:მოვრჩი.....
მე:აბა რა გაარკვიე...
მია:პირველი ის რომ იმ ჩანაწერთან დაკავშირებით მართალი იყავი..გაყალბებულია და იმ ბიჭის ვიზუალი კომპით არიის ჩასმული...
მე:მოიცა ანუ რა გამოდის შუგა რეალურად იქ არ იყო?
მია:არ ვიცი ეგ შუგა ვინ არის მარა,დამერწმუნე ის იქ იმ დროს არ ყოფილა..ყველაფერი ჩაწყობილია..და სპეციალურად არის გაკეთებული..
მე;კაი და მეორეში რა გაარკვიე?
მია:მანქანის ნომრები ძლივს ამოვიღე,მარა მაინც გავიგე ვისზე არის გაფორმებული ისინი...
მე:და ვისზეა?
მია:მაიკლ ტერნერზე...
მე:მია დარწმუნებული ხარ?
მია:ასი პროცენტით....არ ამიხსნი რა ხდება?
მე:არა არაფერი...ამ სიკეთეს არ დაგივიწყებ....უღრმესი მადლობა..ახლა კი უნდა წავიდე....კიდე ერთხელ დიდი მადლობა..ნახმადის მია...
მიას დავემშვიდობე და ჰოუპის სახლში წავედი....ვფიქრობდი იმაზე რაც მიამ მითხრა და ახლაც შოკში ვიყავი..შუგა არაფერშია დამნაშავე..მამაჩემს კი აზრზე არ ვარ ამ ყველაფერთან რა კავშირი აქვს..რმერთო ნუთუ ისიც არის გარეული ამ საქმეში?..არა არა ეს შეუძლებელია..მამა ამას არ გააკეთებდა..მამაჩემი ასეთი არ არის..ალბათ ცდილობენ რო ყველაფერი მას შეტენონ....ამაზე ვფიქრობდი და ოთახში აქეთ-იქით დავდიოდი..ვცდილობდი ყველაფერი ერთმანეთთან დამეკავშირებინა..აი მაშინ კი თავში რაღაც აზრმა დამარტყა......გამახსენდა ჰოუპი სიტყვები...*მოულოდნელად გაქრა გოგონას ახლაშობილი და ის ინფორმაცია რომლისთვისაც  დაპირისპირე მიდიოდა*....
მაშინ გამოდის რომ ეს ინფორმაცია გოგონამ საკუთარ შვილთან დამალა....ანუ ეს ინფორმაცია სწორედ იმ ბავშვს უნდა ქონდეს..ის ბავშვი კი მათთვის მე გამოვდივარ..ანუ სავარაუდოდ ის ინფორმაცია მე მაქვს....მაგრამ რა შეიძლება იყო ის?..ამაზე ვფიქრობდი..ვცდილობდი რამე ისეთი ნივთი გამეხსენებინა რაც პატარაობიდან მქონდა.....უეცრად კი ყელსაბამი გამახსენდა....ყელსაბამს ბურთის ფორმა ქონდა და სულ თან დამქონდა ყოველთვის...როცა დედას ვკითხე თუ საიდან მქონდა ეს....ის დაიბნა და მითხრა რომ არ ახსოვდა...ნუთუ სწორედ ის ყელსაბამია რასაც ამდენი ხალხი დაეძებს...ნუთუ ყველაფერი მასშია....მაშინათვე აეროპორტში დავრეკე..ამერიკის მიმართულებით ბილეთები დავჯავშნე და გასაფრენად წავედი.........
..ახლა უკვე ამერიკაში ვარ...ადგილას სადაც მთელი ცხოვრება მაქვს გატარებული..რომელიც მთლიანად სიცრუე ყოფილა...უკვე საღამო იყო..როცა სახლში მივედი კარები პირდაპირ გავაღე..რატომღაც ღია იყო....კეტრინს დავუძახე,მარა პასუხი არავის გაუცია...ზევით ავედი..და ყოფილი დედის ოთახში ნელა შევედი...იქ არავინ იყო მარა აბაზანაში შუქი ენთო..ნელა ნელა წავედი იქით....აბაზანაში კი კეტრინის ყელგამოჭრილი გვამი დამხვდა..ამის დანახვაზე დავიკივლე და თველებიდან ცრემლები გადმომცვივდა..მაშინათვე გამოვარდი იქიდან და ჩემს ოთახში შევედი...გარდეროფის ქვევით ყუთს დავუწყე ძებნა,რომელშიც ადრე ძველ ნივთაბს ვინახავდი..თან ცრემლებს ვერ ვიკავებდი..თვალწინ სულ კეტრინის ცხედარი მედგა...ყუთიდან ყველაფერი ამოვყარე და ყელსაბამს დავუწყე ძებნა..ბოლოს როგორც იქნა ვიპოვე..აქ გაჩერება აღარ შემეძლო...მაშინათვე ქვევით ჩამოვედი და სახლიდან გასვკლას ვაპირებდი როცა ერთ სურათს მოვკარი თვალი..ზედ მამა და დედა იყვნენ(მაიკლი და კეტრინი)..ვუყურებდი მატ სურათს როცა,მამას საროჩკაზე მაჯასთან რაღაც ნაცნობი დავინახე..ეს ის იყო..იმ დღეს სახლში რომ ვიპოვე.საროჩკებზე გასაკეთებელი მეტალის ნივთი..აი თურმე რატომ მეცნობოდა..ეს მამასი იყო..ის მას კეტრინმა აჩუქა ახალ წელზე...ნუთუ ყველარში მამაჩემი გარეული..ამას ვერ ვიჯერებდი..სურათი წამოვიღე...და იქიდან წამოვედი......
კორეაშ მიმართულებით მომავალ თვითმფრინავს იმავე დღეს გამოვყევი...მთელი გზა ვტიროდი....ჯერ ჯიმინი...ქუქი..მერე კეტრინის გვამი..ბოლოს კი მამაჩემი..ეს ყველაფერი ბევრია ერთი ადამიანისთვის....მეტი აღარ შემიძლია...ვერ გადავიტან მამა ამ საქმეებში რომ იყოს გარეული...მოვკვდები......

მაფია  (დასრულებულია)Where stories live. Discover now