მას შემდეგ რაც ნატალიამ სამი სტაბილური გულისცემა დაითვალა ლოგინიდან წამოდგა. ახალი ჯინსის შარვალი, სადა მაისური და კაპიუშონიანი მოსაცმელი ჩაიცვა. ზეინის მიცემული ფული აიღო და სახლი დატოვა.
იცოდა ის რასაც აკეთებდა თვითმკვლელობის ტოლფასი იყო, მაგრამ არ შეეძლო გაჩერება. სიკვდილამდე ის ადამიანი უნა ენახა, ვისაც მართლა უყვარდა.სადგურამდე მისასვლელად მხოლოდ რამდენიმე წუთი დასჭირდა ვამპირული ძალის დახმარებით და უკანასკნელ ავტობუსს გაყვა კლერმონტის მიმართულებით.
სამ საათიანი მგზავრობის შემდეგ ნატალიამ თვალი მოკრა აბრას სადაც დიდი ასოებით ეწერა: "მოგესალმებით კლერმონტში."მას შემდეგ რაც ავტობუსი დატოვა, ნატალიამ დის ძებნა ხალხის დახმარებით დაიწყო. რამდენიმე ადამიანთან იკითხა მსოფლიოში ყველაზე მოხუცი ქალის მისამართი და ბოლოს მაინც გაარკვია.
ქალაქის ბნელ ბილიკს ნელა მიუყვებოდა და ფიქრობდა, როგორ აეხსნა ანალიზასთვის მისი შეუცვლელი გარეგნობა. ფიქრებში ჩაფლულმა ვერც კი შენიშნა ისე მიადგა დანიშნულების ადგილს.
მის წინ აღმართული საშუალო ზომის სახლი ინტერესით შეჰყურებდა ნატალიას. თითქოს იცოდა, რომ მის გამოჩენას რაღაც ახალი მოჰყვებოდა. ნატალიას გულისცემა აუჩქარდა და კარზე კაკუნით
დაარღვია წყვდიადი სიჩუმე.
-მობრძანდით.
ხნიერი ქალისთვის დამახასიათებელი სუსტი ხმა გამოვიდა სახლიდან და ტალიამაც კარი შეაღო.
-ანალიზა?
ძლივსგასაგებად ამოიბუტბუტა ნატალიამ და გულისცემის ხმას გაჰყვა.
-ნატალია, მოხვედი?
გოგო წამით გაჩერდა. ანალიზას ხმაში არ უგრძვნია გაოცება ან შიში. პირიქით ის გახარებული ჩანდა.
-ანალიზა შენ რა იცოდი, რომ...
-რათქმაუნდა. შენ ხომ ახლა ვამპირი ხარ.
ქალმა თბილად გაიღიმა და ნატალია დანაოჭებული ხელებით გულში ჩაიკრა.
-შენ საიდან....
-მე მოვუყევი შენზე.ზურგს უკან გაჟღერებულმა მოულოდნელმა პასუხმა ნატალია დააფრთხო, გულ აჩქარებული სწრაფად მიბრუნდა უკან იქ დანახულმა კი ადგილს მიყინა.
ის უკანასკნელი იყო ვის ნახვასაც აქ მოელოდა, მაგრამ ამის მიუხედავად მაინც მის წინ იდგა და ძველებური თბილი ღიმილი ისევ სახეზე დასთამაშებდა
-გამარჯობა ტალია.
YOU ARE READING
დაწყევლილი (დასრულებული)
Fanfiction《《დასარედაქტირებელი》》 "_ჩვენი ერთადერთი შეცდომა ის არის, რომ ადამიანებს უფლება მივეცით თავი ყველაზე ძლევამოსილ არსებებად ეგრძნოთ. ამ ამპარტავან და საკუთარ თავში დარწმუნებულ პატარა მწერებს, მხოლოდ ჩვენი ხელგაშლილობის გამო გაუჩნდათ ჩვენზე ნადირობის სუ...