თავი 32

784 110 58
                                    

ემოციებისგან გადატვირთული ზეინი მის ძველ, უკვე გაუკაცრიელებულ ბარში დახლს ჩამოეყრდნო და შეშინებულ ბარმენს დაუძლურებული თვალებით ანიშნა მისთვის სასმელი დაესხა.

-მართლა აპირებ მასზე დაქორწინებას?

ქერა მეგობარმა საბოლოოდ გადაწყვიტა ხმის ამოღება დაზეინის გვერდით დაიკავა ადგილი.

სძულდა ის ფაქტი, რომ მისი მეგობრები ისე იტანჯებოდნენ დახმარება არ შეეძლო.

-ის ჩემ შვილს ატარებს მუცლით. ღმერთო, ნაილ არც კი მეტყოდა რომ არ დამებნია.

ზეინმა უმწეოდ ამოილუღლუღა და დახლზე გამოცურებულ სისხლისფრად აელვარებულ სითხეს ჭიქის გარედან შეავლო თვალი.

სტკიოდა. მიუხედავად იმისა, რომ ამჯერად ყველაფერი იმაზე ახლოს ჰქონდა ვიდრე ოდესმე, მაინც გრძნობდა, როგორ ახრჩობდა ყელზე მომდგარი ბრაზი და იმედგაცრუება.

ერთადერთ სიყვარულს იმედები გაუცრუვა. გატეხა და ისე დაანაწევრა, თითქოს არც არასდროს ყოფილიყო მისთვის მნიშვნელოვანი.

-მისთვის რთული პერიოდი იყო ზეინ. დრო სჭირდება იმისთვის რომ ისევ გაერკვეს გრძნობებში.

ქერა მეგობრის სიტყვებმა სასოწარკვეთილ ვამპირს მადლიერების გრძნობა მოჰგვარა, მხოლოდ იმიტომ რომ იცოდა, მისი მეგობარი ყოველთვის მის გვერდით იქნებოდა.

-რას ფიქრობ იმ ფაქტზე, რომ ეს ქორწინება მისი სიკვდილის შესახებ შექმნილ ისტორიას მთლიანად გაანადგურებს?

-ასე მის დაცვას შევძლებ. ქორწინების შემდეგ სისხლის კავშირი ერთ მთლიანობად გვაქცევს. შევძლებ ვიგრძნო
როდის ემუქრება საფრთხე.

ჩუმად ჩაიბურტყუნა ბიჭმა და ყლხელში ათამაშებული ჭიქა საბოლოოდ გამოცალა.

***

-როგორც იქნა, მთელი საღამო გიცდიდი!

დაწყევლილი (დასრულებული)Where stories live. Discover now