თავი 12

1K 105 71
                                    


ნატალია დილით მსხვრევისა და ყვირილის ხმამ გამოაღვიძა. დაბლიდან ამომავალი ზეინის განრისხებულო ხმა კარგს არაფერს მოასწავლებდა, მაგრამ დაძაბულობის მიუხედავად კიბეებს მაშინვე ჩაუყვა ტალია და სუნთქვა შეეკრა სიტუაციის დანახვის თანავე.

ფაბიანი მის წინ კედელს მიენარცხა და ძირს დავარდა ზეინი მისკენ წავიდა დარტყმის მისაყენებლად, მაგრამ ფაბიანმა მოასწრო და თვითონ დაარტყა. ახლა ზეინი წაბარბაცდა, მაგრამ შეძლო თავის შეკავება.

-როგორ ბედავ!
ბოლო ხმაზე იყვირა ზეინმა, მაგრამ ამ დროა ფაბიანმა ძირს ვამპირული სისწრაფით დააგდო.

-რა ჯანდაბა ხდება!

ბოლო ხმაზე იყვირა ნატალიამ და მათკენ გასაშველებლად წავიდა.

ფაბიანს წამით გონება გაეფანტა საყვარელი ხმის გაგონებისას და სწორედ ამ დროს ზეინი ისევ დომინანტად იქცა ბრძოლაში.  ფაბიანი მწარედ დაანარცხა იატაკზე და ტკივილისგან წამოიყვირა.

-მოგკლავ!

-ახლავე გაჩერდით!

ნატალიას ხმამ ახლა ზეინზე იმოქმედა და მაშინვე გაუცვალა ფაბიანს ადგილი.

-ფაბიან ახლავე გაჩერდი!

ნატალიამ ახლა ძმას დაუყვირა, მაგრამ არც ახლა გამოსვლია რამე.
ბოლოს, როდესაც მიხვდა ყვირილით ვერ შეაჩერებდა, მთელი ძალა მოიკრიბა იმისთვის, რომ საკუთარ თავში ისევ ის ძალა გამოეღვიძებინა, რომლითაც გუშინ საფრთხეში ჩააგდო. რამდენიმეჯერ ცდის შემდეგ ტალიამ საბოლოოდ მიაღწია მიზანს და მალე ორივე ყვირილით მოშორდა ერთმანეთს.

-აღარ გაბედოთ და ერთმანეთს არ შეეხოთ!

დაიყვირა განრისხებულმა და მათთვის მინიჭებული ტკივილის შესაჩერებლად თავი ძლივს დაკმშვიდა.

-შენ არ ხარ ვალდებული მისნაირ ნაგავთან რამე სცადო! მან შენი მოკვლა სცადა!

მისი დაკარგვის შიშით, აღელვებული ფაბიანის წამოძახილზე ნატალიას უნდოდა ეპასუხა, მაგრამ ვერ მოასწრო.

დაწყევლილი (დასრულებული)Where stories live. Discover now