Flashback.
2006 წელი.
ბებიაჩემის სახლისკენ სიხარულით გავიქეცი, ვიღრიჭებოდი და ბატივით დავრბოდი, ზურგჩანთა კი სწრაფად სირბილის საშუალებას არ მაძლევა. ჭიშკარი გამოვაღე და წინ ჩემზე ოდნავ მაღალი ბიჭი დამხვდა, ლურჯი შორტი და წითელი მაისური ეცვა, პირი მოთხუპნული ქონდა და მუხლები სულ დასისხლიანებული.
-შენ ვინ ხარ?
-შენ თვითონ ვინ ხარ?
-მე სანას შვილიშვილი ვარ.
-ანუ შენ ხარ ის დიდებული ჯიმინი.
-უკვე მომწონხარ, იცი ვისთან როგორ ილაპარაკო. დიახაც დიდებული.-ამაყად ავწიე თავი და სახლში შევედი. ბებიაჩემს ჩავეხუტე მთელი ძალით და გვერდიდან არ ვიცილებდი.
-როგორ ხარ ჯიმინაჰ?
-ახლა უფრი კარგად ვარ რადგან შენთან ვარ ბებო.-სიცილის დროს თვალები მეხუჭება და ვერაფერს ვხედავ ხოლმე.
-გაიცანი ჯონგუკი?
-ჯონგუკი?
-ხო.
-ააა ის ბიჭი მათხოვარს რომ გავს?
-წესიერად ილაპარაკე ვაჟბატონო, ის მათხოვარი არ არის!-სიტყვებით დამტუქსა ბებიაჩემმა და ლოყაზე მიბწკინა.
-ის გვერდით სოფელში ცხოვრობს, მშობლები დაეღუპა ამიტომ მასზე მეურვეობა მე ავიღე.
-შენ რატომ?
-რადგან მის ოჯახთან კარგად ვიყავი და ვიცი რომ ძალიან კარგი ყმაწვილია.-კარები იღება და შემოდის ჯონგუკი.
-სანა ბებო შეიძლება რომ ცოტა გავისერინო?
-სანა ბებო? ის მარტო ჩემი ბებოა ვირო!
-ჯიმინ! ნუ ხარ ეჭვიანი.-ჯონგუკმა თავი დახარა და ხელების თამაში დაიწყო.
-რათქმაუნდა შეგიძლია ჯონგუკ. ოღონდ ჯერ გამოიცვალე, ისადილე, შემდეგ კი წადი. ჯიმინიც გამოგყვება, დაათვალიერებინე აქაურობა.
-მასთან ერთად არ მინდა წასვლა.ისედაც ვიცი ეს სოფელი.
-ბოლოს აქ 5წლის ასაკში იყავი, ახლა კი 13 წლის ხარ. დავიჯერო რამე გახსოვს?
-ჰმმმ.-თვალები ავათამაშე და თავი გავაქნიე.
-მიდი გამოიცვალეთ და ისადილეთ, ძლაიან გემრიელი რამ მოგიზმადეთ. შემდეგ კი წადით.2019წელი.
საშინლად მტკივა თავი,ლოგინიდან ვდგები და წამალს ვსვავ.
-ბატონო ჯიმინ, თქვენთან სტუმარია.
-დამელოდოს, ახლავე გამოვალ.-მოვწესრიგდი და მისაღებ ოთახში გავედი. იქ ჩემი მეგობარი ჯინი დამხვდა.
-ვატყობ სიმაღლეში გაიზარდე ჯიმინ.
-ჰა ჰა ჰა, რა სასაცილოა, შენ და შენი უკბილო ხუმრობები რა.
-როგორ ხარ?
-არამიშავს.
-რაღაც არ ხარ კარგად, გეტყობა.-თავი ძირს დავხარე და თმაში ხელები შევიცურე.
-ცუდად მიდის ჩემი საქმეები.
-რამოხდა?
-ჯეიმსი ხო იცი? განყოფილების უფროსი.
-ხო მერე?
-წავიდა.
-წავიდა? როგორ თუ წავიდა? სად წავიდა? და მერე შენ? რაუნდა ქნა ახლა?
-არ ვიცი, ლამისაა ჭკუიდან გადავიდე. ამას კიდევ ერთი სადარდებელი დაემატა.
-რა სადარდებელი?
-ახალი უფროსი ყავს განყოფილებას.
-ეგ ლოგიკურია.
-ხო მაგრამ მე მას ვიცნობ იდიოტო.
-ძალიანაც კარგი ხოდა თუ იცნობ.ადვილად დაითანხმებ წინადადებაზე.
-ღმერთო ჯინ!! ის ადამიანი ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა და ტკივილია გესმის? რომელ შეთანხმებაზე მელაპარაკები.
-ვერაფერი გავიგე მაგრამ აშკარად ცუდად ხარ.დღეს საღამოს დავლიოთ, ბარში წავიდეთ. უარს არ მივიღებ.-კარებისკენ წავიდა და თან ბუტბუტებდა,უცებ კი შემოტრიალდა.
დღეს 9 საათზე მოგაკითხავ.

YOU ARE READING
Frenemies.
Adventure-ნაბიჭვარი ხარ პაკ ჯიმინ!ყოველთვის როცა შენს მიზანს ვერ აღწევდი ძალადობაზე გადადიოდი! -უფრო მაღალზე!!- ელექტრო შოკმა პირდაპირ ჯონგუკის სხეულში უკვე მეხუთედ გაიარა.თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა და ჩქარა სუნთქავდა. -ვერ გიტან ჯიმინ!-წყნარი ხმით წარმოთქ...