-3-

282 48 5
                                    

2006 წელი.

-მათხოვარო მზად ხარ?
-აკი შენთან ერთად არ წამოვალო?
-ბებიაჩემის ხათრით მოვდივარ.
-დროზე გაემზადე.
-მზად ვარ უკვე.
-პირს არ დაიბან?
-დაბანილი მაქვს.
-ჰო გეტყობა,მაინც მათხოვარს გავხარ.
-მათხოვარს ნუ მეძახი.-დავეჭყანე და ოთახი დავტოვეთ.ქუჩაში ჩემს უკან მოდიოდა.
-ცოტა მალე იარე რა.
-ფეხი მტკივა.
-რა დაგემართა?
-დავეცი.
-ხიფათიანი ხარ გეტყობა.
-აააჰ.-ამოიკვნესა, უკან როცა მივბრუნდი უკვე ძირს ეგდო.მასთან მივვარდი.
-კარგად ხარ?
-კი, უბრალოდ ფეხი ძალიან ამტკივდა.
-გინდა სახლში დავბრუნდეთ?
-არა,ბებიაშენს ისედაც ბევრი სადარდებელი აქვს.
-კარგი მაშინ ადექი და გზა განვაგრძოთ, არაფერი გიჭირს.
-ვერ ვდგები.
-აჰ რა დებილი ვიღაც ხარ.მოდი ჩემთან.-ავაყენე და ხელი წელზე შემოვხვიე, რაღაც დროის განმავლობაში ჩვენი თვალები ერთმანეთს უყურებდა.შემდეგ კი მდინარეზე მივედით და იქვე წყლისპირას დავჯექით.

2019 წელი.

მე და ჯინი ბარში წავედით.
-საცეკვაოდ გავალ.-მე იქვე ბართან დავდექი.
-ვისკი თუ შეიძლება.-ბარმენს გავუღიმე და სკამზე ჩამოვჯექი.
-ღმერთო,ეს მგონი ჩვენი ახალი შერიფია.-გვერდიდან გოგონების საუბარი გავიგონე, რომლებიც აღტაცებულები იყვნენ და რაღაცას,უფროსწორედ ვიღაცას აშტერდებოდნენ და ერთმანეთს ურტყავდნენ ბედნიერებისგან.მეც გავიხედე და დავინახე ჯონგუკი, რომელსაც გარს უამრავი ადამიანი ეხვია.ადგილზე გავქვავდი,ამდენი წლის შემდეგ ის ჩემთან ძალიან ახლის დგას, თუმცა არ შემიძლია შეხება, არ შემიძლია მასთან ახლოს მისვლა.ადგილი შევიცვალე და კუთხეში მაგიდასთან დავჯექი.არ მინდოდა დავენახე, სწორედ ამიტომ.
-აბა რას შვრები, არ იცეკვებ?
-არ მინდა ცეკვა ჯინ.
-რა უსამართლობაა, შენნაირი მაგარი მოცეკვავე აქ უნდა იჯდეს და ხალხი ვიღაცა იდიოტების ცეკვას უნდა უყურებდეს?
-დამეკარგე აქედან.
-კარგი რა იყო,რამე მოხდა?
-ის აქ არის.
-ვინ ის?
-ჯონგუკი.
-ვინ ჯანდაბაა ჯონგუკი, ჯიმინ?!.
-შერიფი იდიოტო.
-აბა სად არის?-საჩვენებელი თითი ჯონგუკისკენ შეუმჩნევლად გავიშვირე,რასაც ჯინის შოკური გამომეტყველება მოჰყვა.
-ღმერთო !!
-რაიყო?
-რა სიმპათიურია.
-ვითომ?
-კი ძმაო. ძალიან მაგარია.
-კარგი დაივიწყე, აქედან მივდივართ.-შემოსაცმელი ავიღე და შენობიდან გავედით.
-უკაცრავად.-ვიღაცის ხმა ყურში სასიამივნოდ ჩამესმა,ბოხი ხმა ქონდა. ნელა მოვტრიალდი იმის შიშით რომ ის არ იქნებოდა, თუმცა ის იყო.
-გისმენთ?
-ეს გოგონა ხომ არ გინახავთ?-სერიოზულად? მე რა მას არ ვახსოვარ?გოგონას ფოტო მანახა,ძალიან ლამაზი გოგონას ფოტო.
-არა!.-ხმა ჩახლეწილმა ვუპასუხე და მოვტრიალდი.გზა განვაგრძე თუმცა ისევ დამიძახა.
-ერთი წუთით.-ღრმად ჩავისუნთქე და ვუპასუხე.
-დიახ.-ისეთი სახით მიყურებდა თითქოს მიცნო,მაგრამ არ უნდოდა ამის აღიარება.ნერწყვი ისე მძიმედ გადაყლაპა გარედანაც კი შეიძლებოდა შემჩნევა.
-არაფერი.მაპატიეთ.-თითქოს ცრემლი ჩამოუარდა და ჩუმად, შეუმჩნევლად მოიწმინდა.გვერდით ჩამიარა და შენობა დატოვა.მისი სურნელი შევიგრძენი და წამით სუნთქვა შევწყვიტე, რადგან ეს მაძლევდა იმის უფლებას რომ მეტირა. ხმამაღლა ამოვისუნთქე და ჯინს შევხედე.
-ეს რა იყო?
-გთხოვ ახლა არ დაიწყო ჯინ!წამოდი წავიდეთ.-მანქანაში ჩავჯექით და სახლში დავბრუნდით.

Frenemies.Where stories live. Discover now