2006 წელი.
-უკეთ ხარ?
-გადი ჩემი ოთახიდან.-თავი დახარა და ოთახიდან გავიდა.
-სად მიდიხარ ჯონგუკ?
-მე ცოტას გავივლი.-ბებიაჩემს ხელში რაღაც წამლები ეჭირა და ჩემს ოთახში შემოვიდა.
-რა დაემართა? რამე დაუშავე ჯიმინ?
-არაფერი, უბრალოდ იდიოტია.
-ჯიმინ! ნუ ექცევი მას ასე. მოდი ეს წამლები დალიე.
-არ მინდა.
-ჯიმინ ნუ მაბრაზებ.-ძალით დამალევინა ბებიაჩემმა წამალი,შუბლზე მაკოცა და ოთახიდან გავიდა. ის მომენტზე ვფიქრობდი, ჯონგუკმა წყლიდან რომ ამომიყვანა. მოულოდნელად რაღაცის ხმა გავიგე, ქვებს ესროდა ჯონგუკი ჩემს ფანჯარას.
-გაგიჟდი? რას აკეთებ?
-ვითამაშოთ.
-უნდა დავიძინო.
-კარგი ჯიმინ.-დავწექი და ვცდილობდი ყველაფერი დამევიწყებინა, ის ის იყო ძილი მომერია როდესაც ბავშვების ხმაური გავიგე. ავდექი და ისევ ფანჯარასთან მივედი.
-ჯონგუკაააჰჰ... ესენი ვინები არიან. ხომ გითხარი რომ მეძინება, შენ რა ამას ჩემს გასაღიზიანებლად აკეთებ? ახლავე გასწავლი ჭკუას.-დაბლა ჩავედი, ჯონგუკთან ახლოს მივედი და მუშტი სახეში ორჯერ გავარტყი.ამ იდიოტმა ბავშვებმა ყვირილი დაიწყეს, რის გამოც ბებიაჩემი გამოვიდა.2019 წელი.
სოფლის სახლში წავედი. 2 დღე მათ გამოჩენას ველოდებოდი, იმედიც დაკარგული მქონდა, ვიფიქრე, მაინც ვერ დაიჭერე და სჯობს ჩემით შევუდგე საქმეს თქო, მაგრამ ჭიშკარი გაიღო, ორ ადამიანს ჯონგუკი ეკავა ხელში, გაკოჭილი იყო და შინ შემოყავდათ.
-აქ დასვით.-პირზე აკრული ნაჭერი მოვაშორე და მძინარე ჯონგუკს დავუწყე თვალიერება.
-მარტო დამტოვეთ !.-მის წინ, მუხლებზე დავჯექი და ვუყურებდი.
-ყველაფერი აქ მაქვს ჯონგუკ.-საჩველებელი თითი თავზე მივიდე და საუბარი გავაგრძელე.
-სასაცილოა არა? ამ ვითარებაში ჩვენი შეხვედრა. ხედავ? ახლაც მე გავიმარჯვე. ერთდათერთხელ მომიგე ცხოვრებაში ! რის გამოც მეგონა სამუდამოდ დავეცემოდი, მაგრამ არა. ისევ შენ ხარ დამარცხებული, შანსი არ მქონდა იმ ყველაფრისთვის პასუხი გამეცა შენთვის, თუმცა ეს შანსი თავად მოვიდა ჩემთან.-ხელი სახეში ნაზად გავარტყი და სავარძელში ჩავჯექი.
30 საათის შემდეგ მანაც გაიღვიძა. ვუყურებდი და ვხედავდი როგორ ცდილობდა თავის გათავისუფლებას.
-სად ვარ !
-ჩემთან.-წამიერად გაჩერდა, თითქოს ხმა ეცნო. მის წინ სავარძელში ვიჯექი, თუმცა იქიდან ვერ მხედავდა.
-ვინ ხარ?
-....
-ხმას რატომ არ იღებ?-ფეხზე წამოვდექი და მასთან ახლოს მივედი. თვალები გაუფართოვდა, ცრემლი ჩაუგუბდა და ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა.
-რაიყო ჯონგუკ? მიცანი?
-ჯ..ჯიმინ?
-ყოჩაღ, გახსოვარ. თუმცა ჩემს თავს რა დაგავიწყებს, არა? -სახეში მწარედ გავარტყი ხელი და ჩემს დაცვას დავუძახე.
-შემოიტანეთ !
-ეს რა არის?
-ის რაც ჩემთან გამოიყენე მაშინ. გახსოვს როგორ მაწამე იმ დღეს? გახსოვს ჯონგუკ?.-დაცვას ნიშანი მივეცი და ელექტრო შოკი ჯონგუკის სხეულზე გამოვაყენებინე.
-კარგი, მოდი დავიწყოთ. პირადი საქმეები მერე მოვაგვაროთ,ახლა კი მითხარი, რატომ ხარ აქ მაინც და მაინც შენ.
-არ ვარ ვალდებული რამე ვთქვა.
-აქ ვალდებულებებზე არ ვსაუბრობთ ! მე გიბრძანებ ჯონგუკ.
-არა.
-ანუ არა? იმდენჯერ გაივლის შენს სხეულში ელექტრი შოკი სანამ ხმას არ ამოიღებ.-არ ლაპარაკობდა, ძალა გამოცლილი იჯდა და თითქოს მისთვის მნიშნველობა აღარც ქონდა იცოცხლებდა თუ არა. აწითლებული თვალებით სასტიკად მიყურებდა, აი ისე , როგორც ადრე.
-მე გეხვეწებოდი რომ ეს არ გაგეკეთებინა, შენ კი იგივეს აგრძელებდი. გახსოვს ჯონგუკ? ანუ არაფერს იტყვი?
-ჯიმინ გთხოვ...
-აი ასე, მიდი მეხვეწე. მეხვეწე რომ გავჩერდე.
-ავადმყოფი ხარ.
-ამას ვინ მეუბნება? ჯონგუკი?ის ჯონგუკი რომელსაც ადამიანობის გრძნობა საერთოდ არ გააჩნია? ის ჯონგუკი რომელიც გამეტებით მცემდა მაშინ? ის ჯონგუკი რომელიც გაცხოველებული იყო?
-ჯანდაბა!- დაიყვირა და ხმამაღლა ტირილი დაიწყო.
-ილაპარაკე !
-...
-ჯონგუკ ! ილაპარაკე !.
--ნაბიჭვარი ხარ პაკ ჯიმინ!ყოველთვის როცა შენს მიზანს ვერ აღწევდი ძალადობაზე გადადიოდი!
-უფრო მაღალზე!!- ელექტრო შოკმა პირდაპირ ჯონგუკის სხეულში უკვე მეხუთედ გაიარა.თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა და ჩქარა სუნთქავდა.
-ვერ გიტან ჯიმინ!-წყნარი ხმით წარმოთქვა და გონება დაკარგა.

STAI LEGGENDO
Frenemies.
Avventura-ნაბიჭვარი ხარ პაკ ჯიმინ!ყოველთვის როცა შენს მიზანს ვერ აღწევდი ძალადობაზე გადადიოდი! -უფრო მაღალზე!!- ელექტრო შოკმა პირდაპირ ჯონგუკის სხეულში უკვე მეხუთედ გაიარა.თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა და ჩქარა სუნთქავდა. -ვერ გიტან ჯიმინ!-წყნარი ხმით წარმოთქ...