ᴵᴺᵀᴿᴼ

194 14 4
                                    

შესავალი

- ბები , ბები.

- რა იყო , შვილო?

- ბები , რატომ ტირი?

- ეს... ეს ის ცრემლებია , რომელიც მოგონებებმა გამოიწვია , შვილო. არაფერია , მიდი , ბავშვებთან გაერთე. - გაუღიმა ხანში შესულმა ქალბატონმა პატარა მაწვილს და თავზე ხელი გადაუსვა. პატარამ ყურებამდე გაიკრიჭა.

- კარგი , ბები. - თქვა და გაიქცა და მისი ორი ნაწნავიც , რომელიც ბებომ გაუკეთა , აქეთ-იქით დახტოდნენ.

ქალი კი დარჩა თავის თავთან მარტო და ცრემლებმა , რომლემბაც ხუთი წუთის წინათ გაიკვლიეს გზა ლოყებამდე , ისევ განაგრძეს დენა.

ახსენდებოდა ქალს მისი ცხოვრების სიყვარული. ახსენდებოდა მათი შეპირებები თუ როგორ ჰპირდებოდნენ ერთმანეთს სამუდამოდ ერთად ყოფნას და მიხვდა . მიხვდა , რომ არ უნდა დაპირებოდა , რადგან არ იცოდა მან თუ რა მოხდებოდა შემდეგში . არ იცოდა ისინი კვლავ ერთად იქნებოდნენ თუ არა. არაფერი არ იცოდა . ერთადერთს რასაც ის ნანობს , ეს ფიცია , რომელიც ვერ შეასრულა. უძლური იყო მის წინაშე .

65 წლის ქალი ზის ჩაფიქრებული , სხეული გამთბარი მოგონებისგან და აკვირდებოდა ყველა პარკში მყოფ ბედნიერ წყვილს.

- ივლისი , ოხ , ეს თბილი ივლისი. - წაიჩურჩულა და მისი ცისფერი , კრიალა თვალებიდან კიდევ ერთი წვეთი ცრემლი ჩამოცვივდა.

Sweet JulyWhere stories live. Discover now