1969 წელი , 6 ივლისი . ღამის სამი საათი.
ისინი ისხდნენ მაგიდის გარშემო , მატილდა ღვინით ხელში თხზავდა ძალზედ ფილოსოფიურ მილოცვას... უფრო სწორად , ცდილობდა , მაგრამ ეს მისი ბუტბუტით უფრო დასრულდა .
- ჰო და ჩემო მეთიუ . მინდა , რომ ამ ჭიქით შენ გაგიმარჯოს . მინდა , რომ სულ ბედნიერი იყო და ჯანმრთელი , დღეს არ მომწონხარ , არ ჰგავხარ შენს თავს . - მაგიდაზე ხელები დადო , იდაყვს დაეყრდო და ,,პოეტურად" ჩაფიქრდა . მეთიუ კი ხმას არ იღებდა , უბრალოდ იცინოდა და ამას არ მალავდა.
- მატილდა , გეყოს . ბევრი მოგივიდა სასმელი , როგორც ვატყობ. - ჩაიცინა. - წამოდი , წავიდეთ . - ფეხზე ადგა და მატილდასკენ გაიწია.
- არა! - იუარა. - მე აქ უნდა დავრჩე .
- დარწმუნებული ხარ? - ჰკითხა მეთიუმ.
- ასი პროცენთით. - სიტყვა დაასრულა თუ არა , იგრძნო , რომ იგი მიწაზე აღარ იყო და ვიღაცის მკლავებში აღმოჩენილიყო. .
- მაშინაც , როდესაც მე ხელში აყვანილი მყავხარ და დაბლა ვერანაირად ვერ აღმოჩნდები? - რაღაც სინათლე იგრძნეს , მაგრამ წამში ჩაქრა . დიდი ყურადღებაც არ მიუქცევიათ და არც უნდოდათ. ან საერთოდ ვის ანაღვლებს ეს სინათლე , როდესაც ორი ადამიანი ერთმანეთთან ძალიან ახლოს არის?
YOU ARE READING
Sweet July
Romance- ივლისი , ოხ , ეს თბილი ივლისი. - წაიჩურჩულა და მისი ცისფერი , კრიალა თვალებიდან კიდევ ერთი წვეთი ცრემლი ჩამოცვივდა. started:28.08.2019. ended: ...