𝓒𝓱𝓪𝓹𝓽𝓮𝓻 𝓯𝓲𝓻𝓼𝓽

122 12 10
                                    

1969 წელი , 28 ივნისი. იტალია , ვენეცია.

***

გოგონა თავის ვარდისფრად შეღებილ ოთახში იწვა , საწოლზე , რომელიც ასევე ვარდისფერი იყო და ხელში წიგნი ეჭირა , სახელადსიყვარული და სურვილი." , მაგრამ მალევე გადადო , როდესაც დედამისის ხმა გაიგო.

- მატილდა , მატილდა. - ეძახდა დედამისი ქვედა სართულიდან.

- რა მოხდა , დედიკო? - ფეხზე ადგა და ქვევით ჩავიდა , ბრეტელებიანი , თეთრი მაისურით და თეთრი განიერი შორტით.

- დაჯექი , მატილდა. - უთხრა დედამისმა საჭმლის მომზადების დროს.

- რამე ცუდი მოხდა? - მისი საშუალო ზომის ცისფერი თვალები გაუდიდა და წარბები შეჭმუხნა. სკამზე დაჯდა და მოწითალო , გრძელი თმებიც აუფრიალდა.

- არა , მატილდა. - შემობრუნდა დედამისი ღიმილით . - აბა , გამოიცანი , სად მიდიხარ? - გვერდით მიუჯდა მატილდას.

- სად , დედა?

- შენს საყვარელ ადგილას.

- ბანაკში? - სიხარულით დაიძახა გოგონამ და წამოხტა.

- როგორი მიხვედრილი გოგონა მყავს. - გაიცინა დედამისმა , მიამ.

Sweet JulyWhere stories live. Discover now