***

827 69 16
                                    


აქაურობა ძალიან ლამაზი იყო, ქარი უბერავდა, შებინდების ხანს ღრუბლებს მუქი იისფერი მიეღო და ალაგ-ალაგ გაწითლებულიყო.

     ხვალ ისევ ქარი იქროლებს, ხვალ ისევ შევძლებ თავისუფლად სუნთქვას. მწუხრის ლოცვა გადასული იყო ანაფორის კალთა დავიფერთხე და ნელა გავაბიჯე ტაძრის ბაღში, მშვენიერი იყო ღამით აქაურონა, შემოდგომას უკვე გამოეჩინა თავისი კლანჭები და ციოდა, სასიამოვნოდა მაგრამ მაინც. ასეთი სიმშვიდე ჩემს სულს ჯერ არ უგრძვნია. ამაღამ მშვიდად ჩამეძინება, აქ შორს ვარ ყველანაირი ცოდვისა და უბედურებისგან აქ მხოლოდ მე და უფალი ვართ. ეს ისეთი სასიამოვნო მოვლენაა. კელიაში შუქი არ მაქვს, სანთლით ვანათებდი აქაურობას, სანთლის შუქზევე გადმოვიღე შექსპირის სონეტები და კითხვას შევუდექი. მსგავს საკითხავებთან მორიდება მირჩია ჩემმა მოძღვარმა. მე დაუქორწინებლობის აღთქმა მქონდა დადებული და სიყვარულს ასე ვიკმაყოფილებდი. სიყვარულს და არა ჟინს, რადგან ჩემთვის სიყვარულით ტკბობა ჟინი არ იყო. ღმერთო, როგორი უვიცი ვიყავი ამ საკითხში, როგორი უცოდველი.

    დედაჩემი მამას გარდაცვალების შემდეგ ეძებდა სულს, დედას გაგიჟებით უყვარდა მამა და ამოტომ ვერ იჯერებდა მის სამუდამო გაქრობას. სული ყოფილა ადამინის ყველაზე მძიმე ნაწილი, რადგან მამაჩემის ცხედარი წყალზე ტივტივებდა. მათ ის მოკლეს და წყალში ჩააგდეს, ცოცხალი ადამინი კი ასე უმოქმედოდ ვერ ამოტივტივდება. მე მაშინ ვირწმუნე, რომ სული ადამიანში ყველაზე მძიმეა, ალბათ, იმიტომ, რომ სული ატარებს ყველა ტკივილსა და დარდს. დედაჩემს შეეშინდა სიკვდილის და ქრისტეს შეემეცნა, პირობა დაუდო ზეციერს, რომ მე მისთვის შეწირული კრავი ვიქნებოდი და ყველაფერს მარიდებდა, რაც უზნეობად და ცოდვად მიაჩნდა. ჩემთვის სიყვარულიც ის ზღაპრები იყო დედა რომ მიამბობდა, უმანკო და სუფთა გრძნობა. 

    ათი წლის უკვე ჩვენს ქვეყანაში, იმ დროისთვის არსებულ ერთადერთ სასულიერო სკოლაში ვსწავლობდი და სემინარიის დამთავრების შემდეგ, რადგან დიდი გამოცსილება ცხოვრებისეულად არ მქონდა აქ გამომგზავნეს მამა ჯონის დამხმარედ. მამა ჯონი კარვი კაცია, ერისკაცობაში ჯონ ჰოსოკი, ახლა კი ყველაზე კეთილი და სანდომიანი მოძღვარია, მასთან არაფერი გამიჭირდებოდა, ამას თავიდანვე ვგრძნობდი. დედას დაჟინებული თხოვნით დავდე დაუქორწინებლობის აღთქმაც და მთლიანი არსება მივუძღვენი უზენაესს. ქალაქი სუფთა და წყნარია, ძირითადად გლეხები, ფერმერები და ცივილიზაციას გამოქცეული მდიდრები მოიძებნება. მე ადრე არც ერთ მათგანს არ მივეკუთვნებოდი, დედაჩემი დიდ სახლში ცხოვრობდა მაგრამ ყოველთვის ღარიბულად, მწირად იკვებებოდა და იცვამდა, ძირითადად მუდამ თეთრ სამოსს და ერთადერთი ნივთი რაც მას ამშვენებდა მამისეული ოქროს საათი იყო და რა თქმა უნდა, საქორწინო ბეჭედი. დედამ დაკრძალა მამაჩემი მაგრამ ვერ გაუშვა. მე სრულიად უვიცმა და გაუნათლებელა ცხოვრებისეულ საკითხებში თავი წიგნებს მივეცი და ვცდილობდი ბედნიერება ასე დამემკვიდრებინა. მე რაღაც მაკლდა ცხოვრებისეულად და ეს სულს მიწამებდა, ურთიერთობები მაკლდა მე მუდამ ერთი ფენის ხალხში ვტრიალებდი, ყველა პატივისცემით და კრძალვით მექცეოდა და ეს მაწამებდა. ძალიან გვიან მივხვდი, რომ სხვანაირი ცხოვრება მინდოდა, არა მჩქეფარე და წარმართული ბორგვითა და ღრეობით აღსავსე არა, სხვანაირი. ამიტომ შევაფარე აქაურობას თავი ბედნიერმა, მეგონა, რაც უფტო მიყრუებული იქნებოდა ადგილი, სადაც ვიცხოვრებდი მით უფრო გავექცეოდო ჩემს თავს. ამან დამღუპა კიდევაც. 

მოძღვარიWhere stories live. Discover now