***

290 52 26
                                    


მე და თე დედაჩემის დანახვამ ძალიან შეგვაშინა. დედა ძალიან სხვანაირი იყო. რომ არა მისი თვალები ვერც ვიცნობდი ერთ დროს ახალგაზრდასა და მჩქეფარეს. ძალიან იყო შეცვლილი, თითქოს დაღლილი...


 მისი მშვენიერი სახე ნაოჭებს დაეფარა, თავშლიდან გაჭაღარავებული თმა უჩანდა მხოლოდ თვალები და ღიმილი დარჩენოდა დედაჩემის.

 -დედა,-სასწრაფოდ წამოვხტი და მის წინ დავიჩოქე.

 -მამაო, შვილო,-დედაჩემს ხმა დაებზარა და მასზე მოხვეულს ხელები თავადაც შემომხვია. ისე მენატრებოდა მისი შეხება, მისი შეგრძნება ვეხვეოდი მის წელს და მუცელზე ვეკვროდი ლოყით.

 -ადექი, შვილო, მომეცი საშუალება შემოგხედო, მე ისე მომენატრე. სანამ ავდგებოდი მის მოშიშვლებულ კოჭებს ვეამბორე და ავდექი. დედამ მაშინვე ჩამიხუტე და მხრები და სახე დამიკოცნა. 

-ისე მომენატრე, ისე ძალიან მინდოდა შენი ნახვა. -დედა ძალიან შეცვლილხარ.

 -ძალიან დავბერდი, ჩემო სიცოცხლევ.დავბერდი.

 -არა, დედა, შენ არ შეიძლება დაბერდე, შენ უკვდავი ხარ.-დედაჩემმა გაიღიმა.

 -ძალიან მიყვარხარ.

 -ეს ბიჭი ვინაა?-დედაჩემმა ცრემლები შეიმშრალა და თეჰიონს გადახედა.

 -ეს თეჰიონია, ის და მისის კიმი აქ საყიდლებზე არიან. მე მათ იუნგის თხოვნით გამოვყევი.

 -ხო, მაგრამ აქ რატომ სხედხართ?

 -თეჰიონს იმ ადგილის ნახვა უნდოდა, სადაც განმარტოვება მიყვარდა.-დედაჩემმა გაუღიმა და თავისთან მისვლაზე ანიშნა.

 -ძალიან კარგი ბიჭია.-თემ დაიმორცხვა.-მიდით, სახლში წავიდეთ მალე გაწვიმდება. სადაა დედაშენი? 

.... 



დედამ თეჰიონი და მისის კიმი ერთ ოთახშო დააბინავა, რადგან ჩვენი სახლი თითქმის სავსე იყო, დედამ იქ თავშესაფარი გახსნა. მე ჩემს ძველ ოთახში მეძინა. ეს იყო ჩემი ოცნებების სასაფლაო. კედელზე გაკრული გალაკტიკის შპალერითა და ჭერზე აკრული ვარსკვლავებით. თაროები სავსე ჩემი ძველი ჯილდოებითა და წიგნებით ხატვასა და ცეკვაზე. კედელზე აკრული პლაკატებით, სამოტივაციო ფრაზებით. ვერაფრით დავიძინე. ძალიან დაღლილი ვიყავი და სამზარულოში ჩავედი ცოტა ყურადღების გასაფანტად. ჩამეცინა მაცივარში გამდნარი ნაყინი რომ აღმოვაჩინე და ყუთით მოვიდგი. 

მოძღვარიWhere stories live. Discover now