***

352 58 15
                                    


მეორე დღეს ქალბატონ კიმს ვესტუმრე. ყურადღების სხვა რამეზე გადატანა მინდოა, გამოძინებული და ემოციურად დაცლილი ყველაფერს უფრო ნათლად და სწორად ვხედავდი. იუნგი მართალი იყო, მე ჩემი გზა მქონდა და თუ ამ სიაულელეს არ დავიშლიდი იმედგაცრუება მელოდა. დედის იმედგაცრუება და ეს ყველაზე დიდი სასჯელი იქნებოდა ჩემთვის.

    კიმების სახლში ძალიან კომფოქრტული იყო. ძველი სტილის მომცრო საკუთარი სახლი ჰქონდათ, ლამაზი ჭიშკრითა და ეზოში გაშენებული ხე-ხილის ბაღით. პატარა ბუჩქებს დიდი ხეები ენაცვლებოდა და თითქმის სულ ფარავდა ულამაზეს სახლს. სახლი ეზოს გადაღმიდან პირქუში გეგონებოდათ, მაგრამ საკმარისი იყო ეს პირქუშად მომზირალი ჭიშკარი შეგეღოთ, რომ ყველაფერს სილამაზის ელფერი ეძლეოდა.

 -გვიხარია თქვენი ნახვა,-მისტერ კიმი მაშინვე ჩემკენ გამოემართა და მისაღებისკენ მანიშნა. მისის კიმმა საჩუქრად მითმეული ღვინის ბოთლი და ყვავილები ჩამომართვა და სამზარეულოში გაუჩინარდა. ტელევიზორში კრიკეტის მატჩს აჩვენებდნენ. კრიკეტი მამას უყვარდა და მისი ხათრით მეც ვუყურებდი ხოლმე ასე რომ ბევრი რამ ვიცოდი ამ სპორტზე, სანამ მე და მისტერ კიმი კრიკეტის მატჩს განვიხილავდით და ის ცდილობდა მსაჯი კორეკტულად გაელანძღა მისის კიმი სამზარეულოში ფუს-ფუსებდა და თან ღიღინებდა.

 -ჩვენი ბიჭი ახლხანს მოვიდა, გამოიცვლის და სუფრას მივუსხდეთ. საინტერესოა, როგორ გამომრჩა სახლში ვინმეს შემოსვლა, მითუმეტეს რომ მისაღების გავლის გარეშე კიბეზე ვერ ავიდოდა. ძალიან მაინტერესებდა ვინ იყო მათი შვილი და თავს ვიიმედებდი, რომ მის სახელს გავიხსენებდი და არ შევრცხვებოდი.

    არ შევრცხვი, კიმების ერთადერთი ვაჟი არც მეტი არც ნაკლები. კიმ თეჰიონი აღომოჩნდა. ჩამოსართმევად გაწვდილი ხელი ჰაერში გამიშეშდა, თავს ვეუბნებოდი, რომ ეს უბრალო ახირება იყო და ესუნთქა. გავუღიმეთ ერთმაბეთს. მე ნაძალადევად, მან კი გახსნილად და ლამაზად. მკლავდა მისი ოთხკუთხა ღიმილი და ულამაზესი სახე. ნამდვილი ანგელოზი იყო. ულამაზესი, სულის შემძვრელად ლამაზი და სუფთა. 

მოძღვარიWhere stories live. Discover now