***

335 57 26
                                    

-რატომ არ დამიცადე?-გული ლამის გამისკდა, როცა ფიქრებიდან ხმამ გამომიყვანა. 


-შემაშინე.-ვუთხარი და ისევ ფეხით განვაგრძე სვლა. 

-ჩაჯექი, იუკვე ცხელა, ნახე ოფლი სახეზე გასკდება.-მისგან ასეთ უხეშ ტონს არ მოველოდი. ის ისე მესაუბრებოდა, როგორც ესაუბრებიან მეგობარს.

 -მე შენი ტოლი არავარ. წესიერად მესაუბრე!-გავცეცხლდი, სახეზე სისხლი მომაწვა და თავში მომიჭირა მის მანქანაში რომ ვიღაც ბიჭი დავინახე. წინ გაჭიმულიყო და ფეხები მინასთან მიეწყო. უმალ ვიცანი, ეს ის იქნებოდა ვისაც ბოლო კვირებია დასდევს და არ ცილდება. მისგამო გახდა თეჰიონი უყურადღებო და ძალიან უხეში.

 -ბოდიში,-ჩაიბურდღუნა თავისთვის და თავი დახარა.-გთხოვ მომეცი საშუალება მიგიყვანო, ჯერ კიდევ შორს ხარ.- მართლა საშინლად ცხელოდა. თანაც გავიგე, როგორ დაიფრუტუნა უვხომ.

 -კარგი.-მანქანაში ჩავჯექი და სარკეში შევხედე თვითონაც მიყურებდა. მე იმ პერიოდში დავაზუსტე საკუთარი გრძნობები მისდამი, როცა უცნაურად დაიწყო მოქცევა. ეს არ იყო მხოლოდ ეჭვიანობა. მე ის მიყვარდა და გული მტკიოდა მისი გაუცხოებისგან. 

-თეჰიონ,-ენამ გამოსწრო.-მინდა შენთან ვისაუბრო. თუ შეიძლება, როცა მოიცლი ჩემთან მოდი.

 -დიახ, რა თქმა უნდა, ამ საღამოს ისევ მოვალ. ეზოში შეგხვდებით.

 -არ გინდა აღსარება ჩამაბარო?-უცხომ დამიბღვირა. მან არ იცოდა, თეჰიონის ყოველი ცოდვა მე მამძიმებდა და მკლავდა.

 -ამაზე მარტო ვისაუბროთ, მამაო.

 -მადლობა მოყვანისთვის, თავს გაუფრთხილდი. მანქანიდან გადავხტი და სწრაფი ნაბიჯით შევაფარე თავი პატარა ფანჩატურს ეზოს უკან.

    ვლოცულობდი და თან თეჰიონზე ვფიქრობდი. ეს უცხო ბიჭი არ მომწონდა. არა იმიტომ, რომ ჩემდამი იჩენდა უპატივცემლობას, არამედ მისი გავლენის გამო თეჰიონზე. მან ის შეცვალა, მეგონა, რომ ის მეჭეჭივით იყო თესთვის.

მოძღვარიWhere stories live. Discover now