პროლოგი

2.1K 96 56
                                    

ჩანიოლი მხრებით აწვება მოწითალო-მოყავისფრო კარებს - მას ერთ ხელში პორტფელი უჭირავს,მეორეთი კი მოჭერილ ჰალსტუხს იხსნის. თეთრი მაისურის ზემოთა ღილებს იხსნის და კისერს აძლევს საშუალებას ორივე მხარეს გატკაცუნდეს.ეს მის კუნთებს დასვენების საშუალებას აძლევს და დაღლილობას მთელი სხეულიდან ხსნის.

ბოლო კვირები გაცხარებული მუშაობდა - მხოლოდ დღეს მისცა ნება საკუთარ თავს,ბონუსად,ადრე დაბრუნებულიყო სახლში.როგორც კი ფეხი შედგა თავის საძინებელში,მეორე სართულზე,გადაწყვიტა, პირველი და უმთავრესი გეგმა  შხაპის მიღება,კარგად გამოძინება ან თბილ აბაზანაში ნებივრობის გრძელი სესია ყოფილიყო,როგორც ყოველთვის.ეს არის მისი რუტინა ყოველი დღისთვის, ყოველი გაჩენილი დღისთვის - უკვე სამი დედა ნატირები წელი.

მაღალი მამაკაცი ჩერდება მაშინვე,როგორც კი რაღაცას გრძნობს ფეხსაცმლის ქვეშ.იგი თავის ფეხს გვერდით წევს,იმისათვის რომ დაინახოს წითლად შეღებილი,გულის ფორმად დაკეცილი ორიგამი იატაკზე.

ასაღებად იხრება.ბექჰიონისაა.ამას ავტომატურად ხვდება.

თვალები ოთახს მოავლო,იმ იმედით რომ დაინახავდა პატარა ბიჭს,თაფლისფერი თმითა, და პატარა თვალებით,რომლებიც ნახევარმთვარის ფორმას იღებენ ყოველ ჯერზე როცა ჩანიოლს ეგებებოდა სახლში,თავისი ნათელი ღიმილით.ის თუ არა,ყავის სურნელი ეგებება,რომელსაც ბიჭუნა ყოველთვის აკეთებს ჩანიოლისთვის.ჯერჯერობით,არც არაფერი უპოვია - არც მომღიმარი თვალები და არც სასიამოვნო ყავის სურნელი.ეს ფაქტი მის წარბებს კვრის.

სად არის?

იგი ივიწყებს თავის მტკივან კუნთებს,რომლებიც საწოლის სურვილით კივიან და სამზარეულისკენ მიემართება,რომელიც პატარა ბაღთანაა დაკავშირებული,სახლის უკანა მხარეს.იცის,რომ ბექჰიონს ძალზედ უყვარს აქ დროის გატარება.აქ თუ არა,სასტუმრო ოთახში.

Paper HeartsWhere stories live. Discover now