4

469 76 20
                                    

სახლში ერთადერთი ოთახი იყო,რომელშიც ბექჰიონი არასდროს შესულა..აქამდე.

ეს ჩანიოლის კაბინეტი იყო,სადაც იგი ატარებდა იმ მცირე რაოდენობის საათებიდან,რომელიც სამსახურიდან თავისუფალს ეძლეოდა,უმეტესს.ეს ოთახი მათი საძინებლის გვერდით იყო.

ოთახის კარი ღია იყო - ისევე,როგორც საათის წინ  აჩქარებულმა ჩანიოლმა დატოვა იგი.

ბექჰიონმა სახელურს ხელი მოჰკიდა და ის ის იყო უნდა ჩაეკეტა,რომ იატაკზე მოფენილი გულები დაინახა.ალბათ,ჩანიოლს ზედმეტად ეჩქარებოდა სადმე,ვინაიდან არ განეკუთვნება ადამიანთა იმ კატეგორიას,რომელნიც რაიმეს არეულს ტოვებენ.მის ნაცვლად,ბექჰიონი შევიდა, სწრაფად აიღო ქაღალდები და ფრთხილად მაგიდაზე დააწყო.

ეგრევე არ მოშორებია ოთახს,ცოტა ხნით შეჩერდა.მისი თხელი თითები ფრთხილად შეახო ხის მაგიდას და მასზე მოთავსებულ ფოტოს დააკვირდა,ჩარჩოში ჩასმულს.ფოტო მათი ქორწილის დღიდან იყო.ბექჰიონმა ნაზად გაიღიმა როცა სურათზე აღბეჭდილი ფასდაუდებელი მომენტი დაინახა.სურათში,ის ის იყო იტირებდა.თან იღიმოდა.ასეთი ღიმილი არასდროს არ ჰქონია იმ დღის შემდეგ.ეს ყველაფერი ოცნებაზე მეტი იყო,ზღაპარს გავდა.ლამაზი თეთრი პიჯაკი ეცვა,ხელში ვარდების მშვენიერი თაიგული ეჭირა.ყველა მას უყურებდა,თუ როგორ მიიწევდა იგი საკურთხევლისკენ.სუნთქვა შეეკვრა,როცა გაახსენდა მისი მეუღლის ტუჩები,თუ როგორ მოძრაობდნენ ისინი ფიცის წარმოთქმისას.მაგიური ფიცის წარმოთქმისას,რომელიც მათ სიცოცხლის ბოლომდე ერთად ყოფნას უწადდა,მანამ სანამ სიკვდილი არ დააშორებდა მათ.რომ მას ეყვარებოდა იგი ჭირშიც და ლხინშიც.

რომ ეყვარებოდა იგი.

არავინ იცოდა,თუ რას გრძნობდა ბექჰიონი და რამდენი რამის თქმა უნდოდა ჩანიოლისთვის,რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე მასთან ყოფნას პირდებოდა.

ბექჰიონმა თავის ადგილს დაუბრუნა სურათი.ოთახიდან უნდა გასულიყო,თუმცა უჯრასთან უცნაური რაღაც დაინახა.ახლოს მივიდა,აიღო და გადმოაბრუნა.ძველი სურათი იყო,კუთხეებში დახეულიც კი.

Paper HeartsDonde viven las historias. Descúbrelo ahora