6

416 71 16
                                    

ჩანიოლი ყურადღებას ვერ იკრებს.მანქანას ატარებს და თანდათან ნელა სცდება ქალაქის მტანჯველ ხმაურს და ხალხით გადაჭედილ ქუჩებს.ხანდახან მზერას მის გვერდით მჯდომ ბიჭუნასკენ აპარებს.

ბექჰიონი წყნარადაა,როგორც ყოველთვის.თითებს აწვალებს მის კალთაში და არცერთხელ არ აპყრობს მზერას ჩანიოლს.გიგანტმა არ იცის ამის გამო ბედნიერი უნდა იყოს,თუ პირიქით.

ერთხელაც რომ გაბედოს ბექჰიონმა და ჩანიოლს შეხედოს თვალებში,მიხვდება,როგორ ეზიზღება ის ფაქტი რომ მისი გაშვევა უწევს. ბექჰიონს რომ აზრის შეცვლის ჟესტი ეჩვენებინა ჩანიოლისთვის,იმ წამსვე მოაბრუნებდა იგი მანქანას და სახლში დაბრუნდებოდა უსწრაფესად.

მაგრამ ბექჰიონმა არ გააკეთა ეს.

ორი საათის შემდეგ (რომელიც სამუდამოდ გრძელდებოდა),ჩანიოლი მანქანას აჩერებს ნაცნობ ჭიშკართან,ნაცნობ სამეზობლოსთან.

საკმაოდ დიდი დრო გავიდა მას შემდეგ,რაც ბექჰიონის მშობლები უკანასკნელად ნახა.

როგორც კი ციცქნა სხეული ღვედს იხსნის,ჩანიოლი მანქანიდან გადადის იმისათვის რომ მას კარები გაუღოს.

გული ეტკინა,როცა გააანალიზა, იგი დანამდვილებით პირველად უღებს კარს ბექჰიონს.რას აკეთებდა ეს სამი წელი? პატარა,უმცირესი ზრუნვის და სითბოს ჩვენებაც კი დაავიწყდა.

ჭიშკრის წინ ჩერდებიან,დრო გაყავთ.

მხოლოდ ისინი და სიჩუმე.

ბექჰიონის თვალები მისივე ფეხსაცმელებს არ შორდებოდნენ.როცა თაფლისფერ თმიანმა ისინი ჩანიოლს მიაპყრო,უკანასკნელი გაშეშდა.მან პატარას ცრემლიანი,წითელი თვალები დაინახა.ბექჰიონი ისევ ცდილობს,თავს ძალას ატანს რომ არ იტიროს.

ჩანიოლს ერთადერთი სურვილი აქვს რომ ხელები მის ნაზ ლოყებზე შეახოს და ცრემლები მოაშოროს.თუმცა,ამის მაგივრად იგი უბრალოდ უხერხულად დგომას განაგრძობს.

Paper HeartsWhere stories live. Discover now