7

417 67 18
                                    

მეილები აღარ მოდის,ყვავილები ან ზედმეტად სწრაფად იზრდებიან,ან სწრაფად ჭკნებიან.ხანდახან ყავის სურნელი თუ გამოჩნდება სამზარეულოში.

ბალიშს ვანილის სუნამოს სურნელი აღარ აქვს,მაგრამ კარადაში იგი ჯერ კიდევ ტრიალებს,ძლივს შესამჩნევად.როგორც კი გონებადაბინუდლი ჩანიოლი მის დათვალიერებას გადაწყვეტს და გააღებს,ეს ნაცნობი შეგრძნება ტყვიასავით ევლინება სხეულში.ბექჰიონის ძალზედ ცოტა ტანსაცმელია დარჩენილი.

კარადის უზარმაზარი კარები მისი შორტებითაა სავსე,რომელთაგან უმეტესობა არც კი ახსოვს როდის იყიდა.მიუხედავად ამისა,იგი ყოველთვის იცმევს მათ.ბექჰიონი ყიდულობდა ყოველთვის,ყოველ კვირეულად,მაგრამ არასდროს საკუთარი თავისთვის.

უეცრად,ჩანიოლი აანალიზებს თუ როგორ სჭირდება ბექჰიონის არსებობა.

მაგრამ ყველანაირი სურვილი ბექჰიონის შესახებ ახალი ამბის გაგებისა,ხელიდან ეცლება,რისი მიზეზიც მისი გონებაა - იგი ყოველთვის ახსენებს ჩანიოლს,ორივეს კეთილდღეობისთვის,არ დაუკავშირდეს,ყველანაირი შესაძლებლობა უარყოს ბექჰიონთან კონტაქტის დამყარებისა.ამიტომაც სეჰუნს უბრუნდება.ისევ.

თუმცა ამბავი რომელიც ახლა გაიგო,არც თუ ისე სასიამოვნო მოსასმენი გახლდათ.

- " ის..საავადმყოფოშია."

- " აჰამ..სინამდვილეში,არ უნდა რომ ამის შესახებ იცოდე. - მობილურის ხაზის იქეთა მხარეს კაცი ჩამოყალიბებული,მძიმე ხმით საუბრობს. - მაგრამ,ჩემი აზრით იმსახურებ ამის ცოდნას,ჩანიოლ.ამდენი რამის შემდეგ,შენ ხომ ისევ მისი მეუღლე ხარ?"

მართალია.გაიფიქრა ჩანიოლმა.ამ ბოლო დროს სეჰუნი ჩანიოლს ყველგან თან დაჰყვებოდა და ყველგან თავისი ამაზრზენი საუბრის ტონით (რომელიც,ჩანიოლს ნერვებსაც კი უშლიდა) ეკითხებოდა მას,თუ რატომ არ მოუწერია აქამდე განშორების საბუთებისთვის ხელი.რატომ არ გადასცა საბუთები ადვოკატს იმისათვის რომ საქმე ბოლომდე მიეყვანა.მაგრამ თვითონ ჩანიოლსაც კი არ ჰქონდა პასუხი ამაზე.

Paper Heartsحيث تعيش القصص. اكتشف الآن