5

467 73 22
                                    

ჩანიოლი ვიღაცის გულისრევის ხმაზე იღვიძებს.ნაწილებად დაშლილი და განადგურებული სულის გასაცოცხლებლად,თავისი დრო მიაქვს.

იღვიძებს და ჯერ კიდევ მისთვის ბუნდოვან ოთახს თვალს ავლებს.ამავდროულად მის გვერდით,ჯერ კიდევ თბილ,თუმცა ცარიელი ადგილისკენ მიიწევს.

სიტუაციის რეალიზაციამ ცოტა დაიგვიანა.

მალევე საწოლის კიდეზე ჯდება და ისევ გულისრევის ხმას ყურს უგდებს,მანამ სანამ მთვრალი მოძრაობებით ნახევრად ღია კარებს არ უახლოვდება.

ბექჰიონი ტუალეტის წინ იჯდა და საშინელ ხმებს გამოსცემდა,ისეთს რომ ჩანიოლს მისი მოსმენისას ზიზღი ეუფლებოდა.რამოდენიმე კარგი წუთის შემდეგ,რაც კარებთან ნამდვილი იდიოტი ქანდაკებასავით იდგა,უხერხულად მივიდა ბექჰიონთან და ხელი მის კისერზე მოათავსა.ნელა მასაჟირება დაუწყო.

ბექჰიონი მალევე ამთავრებს და მის მოწოდებულ სველ პირსახოცს იღებს.

ბოდიში რომ გაგაღვიძე.

მხოლოდ ამას ამბობს და პირს იწმენდს.მიუხედავად იმისა რომ მისი ტუჩები უფერულია და სუსტად გრძნობს თავს,მაინც ახერხებს და ჩანიოლს ტკბილ ღიმილს ჩუქნის.

თითქოსდა ამდენი ხნის განმავლობაში არც არაფერი არ მომხდარა და ყველაფერი წესრიგში იყო.

ჩანიოლი ოთახში დაბრუნებისას ეხმარება რომ არ წაიქცეს,თუმცა როგორც კი ბექჰიონმა მზის სხივები დაინახა, თეთრი ფარდებიდან რომ შემოჭრილიყვნენ ოთახში,თავისითვე წამოხტა,საათს დაუწყო ცქერა და პანიკაში ჩავარდა.

დაგაგვიანდა! საუზმე გინდა? ახლავე გავაკეთებ,პირველ რიგში აბაზანაში შედი და შხაპი მიიღე.

სწრაფად ანიშნებს ჟესტების ენით ჩანიოლს - თითებს ერთმანეთში ხლართავს და ისევ ათავისუფლებს,რითაც შხაპის იმიტირებას აკეთებს.სადაცაა სამზარეულოში უნდა გაიქცეს,თუმცა ჩანიოლის ძლიერი მხრები მისსას ეჭიდებიან და ისევ საწოლზე ათავსებენ მას.

Paper Heartsحيث تعيش القصص. اكتشف الآن