.

145 8 9
                                    


       დილიდან ვაბოლებ ჰაშიშს , რაღაც დროით მგონია რომ ბნელი ვარ . არც შავი ვარ არც თეთრი . სადღაც შუაში ან იქნებ არც.

ვუყურებ კედელზე ამოსულ ნაოჭებს , სხვისთვის არაფერი მე კი ვხვდები , რომ საშინლად მაოცებს .

სახელოსნოში არსებული ერთადერთი ფანჯრიდან ქარს უნდობლობის სურნელი შემოაქვს .

ვის ვენდობი მე ? ან ვინ მენდობა მე ?

ყველაფერში აზელილი სიცივე საშინლად მაშიებს.

ირგვლივ ყველაფერს ვაიგნორებ , ვცდილობ რომ ვიყო ბნელი .

მუზებმა დიდი ხნის წინ გაიხურეს კარები , ასე სადღაც შუაღამის სამი იქნებოდა .

ნეტავ ვინმე იყოს ვინც მეტყოდა, რომ ჩემთან იქნებდა მზის ამოსვლიდან ჩასვლამდე .

მაგრამ ვის ვატყუებ ? ეს მე არ მჭირდება. ალბათ ამითაც ვერთობი ... ბანალურია .

ირგვლივ ყველა სტანდარტია .

არადა მინდოდა მათთან სიახლოვე .

სიცივემ სახე გაყინა .

თვალები ნელ-ნელა მეხუჭება არადა მე არ მინდა ძილი, მე არა .

თავს ძალას ვატან , ჯერ ტვინს შემდეგ კი სხეულს ვამზადებ , რომ როგორმე სავარძლიდან წამოვდგე , ალბათ ამ მცდელობაში ათი წუთი გავიდა , ან იქნებ ოცი . დრო არასდროს წარმოადგენდა ჩემთვის რაიმე ძვირფასს.

როგორც იქნა ვგრძნობ ჩემივე კიდურების მოძრაობას , მაგრამ ისინი მე არ მეკუთვნიან . საცოდავად ვდგამ ორიოდე ნაბიჯს და გარშემო ვიყურები .

სახელოსნოში ისეთი აურა დგას , რომ გეგონება წინა საღამოს ვინმემ აქ ვალსი იცეკვა .

და ახლა მგონია რომ წმინდა ვარ , უნდობლად გავივლი წყალზე .

ყველა ჩემი გრძნობა ცეცხლშია .

იმიტომ რომ აქ ყველა სტანდარტია .

მომთმენად ვათვალიერებ ჩემს ყველა ტილოს .

ზოგი მიყვარს , ზოგი კი უბრალოდ მძულს .

სიძულვილი კი მხოლოდ ძლიერმა გრძნობამ შეიძება გამოიწვიოს ანუ რა გამოდის ყველა მათგანი მიყვარს ?

საშინელ თავისტკივილს ვგრძნობ , საერთოდ რა საჭიროა ფიქრი ? .

პარანოიაა ჩემში .

ბნელა .

ოოო ცოტა ნელა .

უკვე ვგრძნობ , რომ ძალა მემატება .

ჩემთან თოვს , ყინავს იმიტომ , რომ მიხსნის აგრესიულს .

შველა შორია , აზრები ნოლია ჩემთვის .

ოთახში ბნელა , ოთახი მლოცავს .

მერამდენედ მოაქვს ?

ნერვები მეშლება .

მივდივარ ჯერ კიდევ არ დაწყებულ ტილოსთნ , ვიცი რომ მას რაღაც მაინც ეთქმის.

ვხაზავ კონტურს, გონებაში ვიმეორებ , რომ მალე დავსვამ წერტილს .

პარანოიაა.

ჯანდაბა .

კიდობანი მჭირდება ....

  


ჰაი <3 მოკლედ  გადავწყვიტე  ახალი ისტორია დამეწყო . 

 ჯებააალ თქვენი აზრი  დააფიქსირეთ <3 




Unravel .Where stories live. Discover now