- ქუქი , სად იყავი მთელი ეს დრო ?
თეჰიონი ცდილობს საჭირო სიტყვები იპოვოს , არ უნდა საუბარში უდროოდ გარეულმა საყვედურის ტონმა მთელი ეს იდილია , რომელიც მასსა და ჯონგუკს შორის არის გამეფებული დაარღვიოს . სიმართლე უნდა ითქვას , რომ მთელი ეს დღები კიმი მას ელოდებოდა, უპირობოდ მაგრამ მაინც .
ისიც უნდა ითქვას , რომ თეჰიონი ვერ ხვდებოდა იმ დამოკიდებულების სიძლიერეს რაც მას მეორის მიმართ გააჩნდა , ხან ეგონა რომ ეს უბრალოდ მარტოობის შიშით იყო გამოწვეული , ხანაც დარწმუნებული იყო , რომ მას ჯონგუკი სამყაროზე მეტად სურდა .
- თე, იცი სამყარო ამ კედლებს იქით სხვანაირია , შენთვის ალბათ აქედან ძალიან მარტივი ჩანს .... მაგრამ დამიჯერე ეს ასე არ არის . მოდი ახლა კი შენი დაბადების დღის საჩუქარი ვნახოთ ...
ჯონგუკის მცდელობა სიტუაციაა განემუხტა , რეალურად არ მუშობდა, მაგრამ თეჰიონი მაინც იღიმოდა . ღრმა თვალებით ეპარებოდა პატარა ყუთს , რომელიც ჯონგუკმა მას ხელისგულზე წამის წინ დაუსკუპა .
ასევე წამი გახდა საჭირო იმისთვის , რომ ქერა ბიჭის არარეალურად ლამაზ სახეზე მლაშე მდინარეებს დაეწყოთ დენა .
- უფლებას მომცემ თე ?
ჯონგუკი თბილი ხმით ესაუბრებოდა მეორეს , ცივი თითებით ეხებოდა ბიჭის თბილ ან იქნებ ცხელ კანს , ყელზე ფრთხილად უკრავდა ყვითელ მზის ფორმის ყელსაბამს .
თეჰიონმა მოულოდნელად სველი ტუჩების შეხება იგრძნო კისერზე .
ბიჭი ძალიან ბედნიერი იყო , ახლა მას რიგით უკვე მეორე მზე ჰქონდა თავისსავე მკერდზე.
მზე, რომელიც მისთვის ვარსკვლავების , სამყაროს ტოლფასმა ადამიანმა აჩუქა .
ახლა თეჰიონი გრძნობს , რომ ის ცოცხალია .
სიკვდილამდე ცოცხალი .