.

53 5 6
                                    

    ..მთლიანად დანაწევრებული ვარ . არ ვიცი ასე რატომ ან რის გამო ხდება ,მაგრამ პირში ჩემივე სისხლის გემო უკვე გულს მირევს . ოთახში საშინელად მყრალი სუნი დგას , თითქოს სადღაც აქვე წყეული მკვდარი ვირთხა იხრწნება . ვფიქრობ, გეფიცებით ძალიან ბევრს ვფიქრობ თუ საიდან მოდის ეს სუნი ყოველ ჯერზე კი ვხვდები , რომ ამ ყველაფერს ჩემივე სულის სიმყრალე ქმნის . დიახ , მე ვირთხა ვარ . საზიზღარი მღრღნელი , რომელიც ყოველი მოშიების დროს დაუფიქრებლად გადაიღრღნის თავისსავე ვენებს შემდეგ კი წითელ სითხეს დაეწაფება ისე თითქოს ათასი წლის მწყურვალი იყოს . სინამდვილეშიც ასეა .აღარაფერი მშველის , რაც დრო გადის მეტად ვეფლობი , მიზეზი კი არ ჩანს ...ხატვა , ერთადერთი რამ იყო რაც აქამდე მაძლებინებდა ახლა კი ისიც გახუნდა , გაუფასურდა .შინაგანად დაღლილს აღარაფერი მახარებს , იცით როგორ ვარ ? ასე მგონია ჩემი ლიმიტი ამოვწურე ,ვეღარაფერი დამეხმარება . სამყროს ვერ ვშველი . ჩემს თავში ყოველ წამს ახალი ვარდი იფურჩქნება და მზის სხივებზე ჭკნობას განაგრძობს . ჩემთვის ის იყო მხსნელი ვინც პურის ნატეხს გამომიწვდიდა თავისი ჭუჭყიანი ხელებით . ახლა ხსნას სხვა მპირდება ...ამბობს , რომ ყველაფერი მექნება რასაც ვისურვებ .ჩემი სურვილები ისეთი არარეალურია რომ საერთოდ არ არსებობენ . თითქოს მათთან ერთად არც მე ვარსებობ.ვინმემ , რომ მკითხოს ვინ ვარ ან საიდან ვარ ვერაფერს ვუპასუხებ , რადგანაც არაავინ ვარ . თითქოს მხოლოდ ამ თეთრ ოთახში ვარსებობდი ჩემივე ტილოებით გარშემორტყმული . არც არავინ ყოფილა სხვა . მე თუ მკითხავთ დაბადებისთვის ერთი წუთიც კი მეყო ხოლო სიკდილით 24წელია რაც ვკვდები . აი ასე მარტოობაში სწორედ ისე როგორც ვირთხებს შეეფერებათ . და ყოველ დღე მეტად ვგრძნობ ჩემივე შიგნეულობის გახრწნას .ვყარვარ.''


   ყოველ დღე უფრო ძლიერად ვგრძნობ გულისტკივილს . მაგრამ საიდან მოდის ის ?

ადამიანში , რომელსაც არანაირი გრძნობა აღარ შერჩენია შეუძლებელია რაღაც მარცხნივ ისევ აგრძელებდეს ფეთქვას .

Unravel .Where stories live. Discover now