.

25 3 0
                                    

დღეების გასვლასთან ერთად თეჰიონის  თვალებში მხოლოდ ქაოსიღა შემორჩენილიყო.
ბიჭი აღარ იყო ძველებურად  მონოტორული .
ქაოსი სახელად ჯეონ ჯონგუკი  შიგნიდან ჭამდა  მზის სულს ,  და  სამყაროც  სხვანაირი გახდა.

      დეკემბრის შემდეგ  ოთხი თვე გასულიყო ,  მზეშეპატული აპრილი იდგა .
თეჰიონიც როგორც ცხვარი ფარაში დამჯერად ელოდა  უფრო მეტად გაზაფხულებას.
შიგნიდან ჭამდა მეტად სიკაშკაშის სურვილი , რადგან მზე მის ლავიწებს შორის თითქოს ვეღარ იყო ისეთი მხურვალე როგორც დასაწყისში.
მიზეზს კი რათქმაუნდა ისევ ჯეონამდე მივყავდით.
თითქოს ყველაფერი მისგან იწყებოდა და მასშივე მთავრდებოდა .
ბოლო თვეების განმავლობაში  ჯონქუქი ნაკლებად სტუმრობდა თეჰიონს .
და მონატრებაც გაუსაძლისი ხდებოდა.

თეთრი კენჭები ბიჭის ხელისგულზე მატულობდნენ ,  სანაცვლოდ კი  თან ჯეონზე მოგონებები მიჰქონდათ .

     თოვლის ფიფქივით დნებოდნენ მოგონებები ჯეონ ჯონგუკზე.  მისი საბოლოო გაქრობიდან ერთი წლის თავზე  კი თეჰიონის გონებამ მთლიანად დაივიწყა იგი.
არსაიდან მოსული ქმნილება  რეალობამ სამუდამოდ გააქრო.
ფსიქიატრების დასკვნით ოთხწლიანმა სისტემატიურმა მკურნალობამ შედეგი გამოიღო , ახლა მათ დანამდვილებით შეეძლოთ თქმა რომ პაციენტი ნომერი 969  კიმ თეჰიონი სრულიად ჯანმრთელი იყო . მისი გონება გაიწმინდა ყოველგვარი ჰალუცინაციური მიდრეკილებისგან.
ასევე ბოლო დაკვირვების დროს შემჩნეული  არ იქნა არც ერთი ნიშანი რაც პიროვნებისგაორებას ახასიათებს .
პაციენტი სრულიად ჯანმრთელია .

- თავს როგორ გრძნობთ ბატონო კიმ ?

- მადლობთ  ექიმო , მიხარია შინ დაბრუნება.

- გილოცავთ, დღეს ბოლო საღამოა თქვენთვის ამ თეთრ კედლებში თეჰიონ . გილოცავთ !

    - ბედნიერი ვარ ექიმო . მზემდე ბედნიერი ...


    30 დეკემბერი კიმ თეჰიონის დაბადების დღე ...
ეს დღე არ ყოფილა ჩვეულებრივი .
არც მზე ანათებდა ჩვეულებრივად .
ფსიქიატრიული ყოფნის ბოლო დღე .
ახალი ცხოვრების დასაწყისი .

პალატა.
სისხლი.
ჭრილობა ვენაზე.
ჩრდილოეთის კედელი.
კედელზე მზე.
მზეზე წარწერა.

,,                თეჰიონ
გთხოვ , გადავკვეთოთ ხაზები .
   ვიყოთ მშვიდობაზე მეტნი ... "
                                    
                                    ჯეონ ჯონგუკი.

30 დეკემბერს პაციენტი კიმ თეჰიონი  თავისვე პალატაში გარდაცვლილი იპოვეს.
გარდაცვალების მიზეზი  - სუიციდი .
მენტლური მდგომრეობა- შიზოფრენია, პიროვნების გაორება .

                         დასასრული.

         ცისფერთმიანმა ბიჭმა კალამი ბოლოჯერ  დაუსვა ფურცელს.
დაღლილმა ამოისუნთქა და თვალები წამით დახუჭა.

- იუნგიიიი, იუნგიიი ....

    - გისმენ ჯიმინა .

ოთახში ნამძინარევი ბიჭი შემოვიდა , რომელსაც თმა საყვარლდ ასჩეჩვოდა ისედაც წვრილი თვალები  ძილისგან მთლად გაჰქრობოდა . ბიჭმა სასწრაფოდ მიირბინა ცისფერთმინთან და მის კალთაში კომფორტულად მოთავსდა.

- იუნგიი ,  უკვე ღამის სამი საათი შენ კი ჯერ კიდევ ამ წიგნზე მუშაობ .  გადაიღლები .

მოჩვენებითი სიბრაზით ტუქსავდა პატარა საყვარელს თან  ცხვირით მის ყელზე წრეებს ხაზავდა .

- უკვე დავასრულე მინი , წამოდი დავიძინოთ .

უფროსმა  ჩუმი კოცნა დაუტოვა აჩეჩილ თმაზე .

- იუნიი მოდი ცოტა ხანს ასე ვიყოთ .მიყვარხარ .

ჩაიზუზუნა ქერამ .

- მეც მიყვარხარ პატარავ .

ცისფერთმინმა მეტად მიიკრა ანგელოზისსახიანი სხეულზე .
მოულოდნელად ბიჭს თვალები ქერას მტევნზე გაუშეშდა. მაჯაზე არსებულ იარებს უკვე ერთი წელია   სისხლისფრად შესრულებული წარწერა ფარავდა :

,, Parallel  lines never crossing each other''

  - მიყვარხარ .

ცისფერთმიანმა ბოლოჯერ გადაატარა თითები წარწერას და აცრემლებული თვლები   ბიჭის ქერა თმებში ჩამალა.

დასრულდა ეს ისტორია.
გამიხარდება თუ წაიკითხვთ .

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Jan 05, 2020 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

Unravel .Where stories live. Discover now