სახლში ადგილს ვერ ვპოულობ, ჰარი ზარებზე არ მპასუხობს, მასზე ძალიან ვნერვიულობ, თავს რამე არ დაუშავოს, როგორც იქნა დილანი დაბრუნდა.
- დილან, ჰარი შენთან იყო?
- არა რა ხდება?
- ღმერთო! სად არის!
- ეივი რა ხდება მითხარი.
- მოკლედ ჰარი ქეითთან წავიდა, ის ძალიან ავად არის.
- ქეითი?
- ჰო დიალნ ჰო!
- წამოდი მის საყვარელ ბარში იქნება.
- რაიცი...
- უბრალოდ წამოდი.მართლაც ჰარი ბარში იჯდა, თავი ხელებში ჰქონდა ჩარგული და წინ ცარიელი ვისკის ჭიქა ედგა, მასთან მივედი და მოვეხვიე.
- ქეითი!
- არა ჰარი. - მას მოვშორდი- მე ეივი ვარ!
მას მე ქეითი ვეგონე, მას ისევ უყვარს!
- ღმერთო! ის მოკვდა! - წამოიძახა მან.- ეივი ეს შენ ხარ?
- ჰო ჰარი, წამოდი სახლში წავიდეთ.
- არა! არა! მე აქ დავრჩები.
- ჰარი მივდივართ!
- ეივი ნუ წყვეტ რა გავაკეთო, გაიგე ის მოკვდა, მან მე დამტოვა, მან ჩემი შვილიც მოკლა და თვითონაც მოკვდა. მან ყველაფერი დამინგრია... ის წავიდა ასე უბრალოდ და მე აქ დამტოვა გესმის!!!
- ჰარი გთხოვ წამოდი... გემუდარები, ვიცი გიჭირს მაგრამ შენ თუ არ წამოხვალ შენზე ნერვიულობა მომკლავს.
- ეივი მე ის მიყვარდა!
- ვიცი და ისიც ვიცი რომ ახლაც გიყვარს! მაგრამ ახლა უნდა წამოხვიდე სახლში.
- შენ გული არ გტკივა?
- ჰარი ადექი.მან თავი ჩაღუნა და უსიტყვოდ ჩაჯდა ჩემს მანქანაში, სახლში რომ მივედით ის საძინებელში შევიდა, მე კი დივანზე მოვთავსდი დასაძინებლად. ვფიქრობ იმაზე თუ რას გრძნობს ჰარი ჩემს მიმართ... მოვწონვარ? თუ უბრალოდ სათამაშოდ მიყენებს? მისი დაკარგვა არ მინდა მაგრამ ვერ ვიქნები მასთან თუ ისიც იგივეს არ იგრძნობს რასაც მე, ან მე რას ვგრძნობ? მოწონებას? თუ უკვე ისე ღრმად შევტოპე რომ მიყვარს. მინდა შევწყვიტო ამაზე ფიქრი მაგრამ არ შემიძლია როცა მასთან ერთად ვარ, არ შემიძლია სხვა რამეზე ვიფიქრო...
*
Harry's POVდილით თავის ტკივილმა გამაღვიძა, გავიხსენე თუ რა მოუვიდა ქეითს და გული მეტკინა, საძინებლიდან გამოსულმა ეივი დავინახე მისაღების დივანზე, ეძინა მაგრამ სახეზე ეტყობოდა რომ მშვიდად არა, მასაც ფუჭი იმედები მივეცი, ვფიქრობდი რომ თუ მასთან ვიქნებოდი ის აუცილებლად ისევე შემიყვარდებოდა როგორც ქეითი, უკვე არ ვიცი რა გავაკეთო, სამზარეულოში შევედი და ვაშლის წვენი დავლიე, არაფრის გაკეთების თავი არ მაქვს, უეცრად დავინახე რომ ეივი გაიზმორა და წამოდგა.
- გული გამისკდა! შეიცხადა მან.
- მე ვარ დამშვიდდი.
- თავს როგორ გრძნობ?
- ჩვეულებრივად, ცოტა თავი მტკივა.
- ტკივილ გამაყუჩებელს დაგალევინებ ან არა ჯერ საუზმეს მოგიმზადებ.
- ეივი არ არის არაფერი საჭირო.
- ისე იქცევი თითქოს უცხო ვიყო.
- არ ვიცი ეივი. თავი ჩავხარე... სიჩუმის შემდეგ ეივიმ მიპასუხა
- რა არ იცი ჰარი? არ იცი რომ ისევ ქეითი გიყვარს ან ის რომ მე უბრალოდ მიყენებდი, შენ სათამაშოდ მაქციე იმისთვის რომ ყველა და ყველაფერი დაგევიწყებინა. დავინახე მის თვალებში ჩამდგარი ცრემლები.
- არა ეივი.
- კი ჰარი! ყველაფერი ასეა! უბრალოდ მე შენი ვირწმუნე, არც კი ვიცი ეს რატომ გავაკეთე, ჩემი ბრალია ყველაფერი, მე მივეცი თავს იმის საშუალება რომ შენ ჩემით გეთამაშა! მე გავაკეთე ეს ყველაფერი. თვალებიდან ცრემლები სცვიოდა, და ცდილობდა შეუჩერებელი ნაკადი შეეჩერებინა. მასთან მისვლა ვცადე და მისთვის ცრემლების მოშორება მაგრამ არ მიმიშვა.
- ასე არ არის ყველაფერი. მე მართლა მეგონა რომ მომწონდი.
- ვფიქრობდი რომ ეს მხოლოდ ჩემი ილუზიები იყო, მე მართლა მეგონა რომ შენც მოგწონდი, შენც გრძნობდა რაღაცას... მე ხმას ვერ ვიღებდი ან რა უნდა მეთქვა მას თვალებშიც ვერ ვუყურებდი.
-ნახვამდის ჰარი! ცრემლები მოიშორა თავისი ჩანთა აიღო და სახლის კარი ხმაურიანად გაიხურა. და ისევ მარტო დავრჩი... ან რა მეგონა, ჩემთან დარჩებოდა, მე ხომ ის მოვატყუე მე ჩემი თავის მოტყუებაც ვცადე უკვე ვგრძნობ როგორ მძულდება ჩემი სული და სხეული მეზიზღება ყველა ჩემი გადაწყვეტილება... მაგრამ ეივი ეს ყველაზე ფაქიზი არსება იყო ჩემს ცხოვრებაში, მან სინათლე შემოიტანა ამ უკუნით სიბნელეში და მე ის ასე უბრალოდ გავუშვი, მაგრამ ის ხომ ჩემნაირ ნაგავს არ იმსახურებს, რა ვქნა თუ თავს ვერ ვერევი... ვერ ვეწინააღმდეგები რომ წავიდეს, ისევ მეშინია გულის ტკენის თუმცა მარტო რომ ვარ გულთან ერთად სულიც მტკივა, მინდა დაბრუნდეს, მინდა გულში ჩავიკრა და მითხრას რომ ისევ ეჭვიანობს ჩემს მდივანზე, მითხრას რომ ვაკოცო, და გამამხნევოს.
ის მჭირდება, ჰაერივით...________
გთხოვთ დააკომენტარეთ რას ფიქრობთ😭😭
YOU ARE READING
Vores skam ♡ (H.S Georgian fanfic)
Teen Fictionნუ დაივიწყებ იმას თუ როგორ მხიარულად გავიცანით ერთმანეთი