*6 თვის შემდეგ*
დილა ისევ ქუჩის ხმაურით იწყება...
თვალს ნელა ვახელ უკვე მივეჩვიე დილით ადრე სამსახურში წასვლას მაგრამ იქაურობა ჰარის გარეშე უკვე არაფრად მიმაჩნია, კი ჰარიმ დატოვა სამსახური დატოვა ქალაქი და დამტოვა მე, მასზე უაზროდ შეყვარებული.როგორ შეეძლო ასე უბრალოდ წასულიყო არ მესმის უბრალოდ, გაქრა.
მისი წასვლის მიუხედავად ჩემს თავს ვადანაშაულებ ყველაფერში, მე ვარ ის ვინც მისი ჭრილობები ხელახლა გახსნა, მე ვარ ის ვინ არ გაუფრთხილდა მას.
ტანისამოსს ვიღებ, ვიცვამ და სამსახურში მივდივარ.
ბევრი რამე შეიცვალა ამ ექვს თვეში, მე ჰარის ადგილი დავიკავე, მისი კაბინეტი ახლა ჩემია მაგრამ იქ ძალიან ცოტა დროს ვატარებ, ყველაფერი ჰარის მახსენებს, ასევე ძილსაც გადავეჩვიე, აღარ მიყვარს იმიტომ რომ მაშინაც მხოლოდ ჰარის ვხედავ, მთლიანად სამსახურზე ვარ კონცენტრირებული რომ ის არ გამახსენდეს.
საკუთარ თავზე მეცინება როცა სარკეში ვიყურები ვერ ვცნობ ანარეკლში ვინ არის მახსოვს ეს ის ეველინია არ არის სიყვარულით ანთებული თვალებით რომ დაციმციმებდა, მიყვარს ჰარი მაგრამ სიყვარული ის არის რომ გაგაბედნიეროს მე მისი სიყვარული მტკენს და მასუსტებს.
მაგრამ მისი შეძულება არ შემიძლიამიხარია რომ წავიდა, ის რომ არ წასულიყო ალბათ მე წავიდოდი. არ მინდა რომ ჩამოვიდეს, არ მინდა მისი ნახვა არც მისი ხმის გაგონება, ვიცი რომ კარგად არის დილანს წამოცდება ხოლმე ხანდახან მასზე მაგრამ მალევე ჩუმდება, მთავარია კარგად იყო და მით უკეთესი თუ ჩემთან არ იქნება.
სამსახურში მისულს ჩემი ასისტენტი საბუთებით ხელში მხვდება და მეუბენბა რომ ლონდონში საქმეები გვაქ.
დილანის კაბინეტში შევდივარ და ვითხოვ ყველაფერი დეტალურად ამიხსნას.
ოთახში შესვლის თანავე ის მეუბენბა:- ლონდონი ეივი.
- რა ლონდონი დილან?
- შენ მიდიხარ ჩვენი კომპანიის სახელით ლონდონში, ყველა დიდი არქიტექორული კომპანია იქ იქნება, ყველაზე დიდი კომპანიები, შეიძლება რამდენიმე კარგ ინვესტიციასაც გამოკრა ხელი.
- კი მაგრამ მე რატომ მივდივარ და არა შენ?
-იმიტომ რომ ასე არის საჭირო, მე პირველი ორი დღე ვერ ჩამოვალ ჩვენი უმსხვილესი დამკვეთი მალე ითხოვს პროექტს რომელზეც მე ვმუშაობ პირადად ასე რომ პირველი ორი დღე მარტო მოგიწევს წასვლა რათქმაუნდა შენს ასისტენტს და ჯგუფს წაიყვან. ახლა კი წადი ყველანაირი საბუთი მოემზადე მერე კი ბარში ჩაალაგე 5 დღე ლონდონში მიდიხარ.
- კააარგი...გაოგნებული გამოვდივარ ჩემი გადარეული ძმის კაბინეტიდან და ვცდილობ თავი მოვუყარო ყველა იმ სიტყვას რაც მითხრა.
გული არაფერ კარგს არ მიგრძნობს მგონია რომ იქ ჩაფლავდები და ყველაფერს გავაფუჭებ მაგრამ იმედს არ ვკარგავ რომ ყველაფერი კარგად იქნება.————————
კი ვიცი დავაგვიანე, მგონი მეგონა არც გავაგრძელებდი მაგრამ ერთ-ერთმა მკითხველმა რომელიც ახლა კითხულობს და უბრალოდ აკომენტარებს ძალიან მომანდომა გაგრძელება. მადლობა ვინც კითხულობთ და იმედია მოგეწონებათ.
YOU ARE READING
Vores skam ♡ (H.S Georgian fanfic)
Teen Fictionნუ დაივიწყებ იმას თუ როგორ მხიარულად გავიცანით ერთმანეთი