10

2.6K 286 32
                                    



***

თეჰიონს თვალების გახელა არ დასჭირვებია იმისთვის, რომ მიმხვდარიყო რაღაც რიგზე ვერ იყო...
გაიღვიძა თუ არა, მაშინვე იგრძნო სიცარიელე მის გვერდით და თვალების გახელის შეეშინდა.
იცოდა, რომ თუ თვალებს გაახელდა, შეიძლებოდა გვერდით ჯონგუკი არ დახვედროდა და ეშინოდა.
ეშინოდა, რომ ჯონგუკმა არაფრად ჩააგდო თეჰიონის თხოვნა და მაინც დატოვა.
მისთვის ყველაფერზე იყო წამსვლელი, თავისი ორიენტაციის შეცვლაც კი შეეძლო იმდენად იყო მასზე მიჯაჭვული და იმის წარმოდგენაც არ უნდოდა, რომ მან ისევ დატოვა.
არ იცოდა რა უნდა გაეკეთებინა, თუ მისი წინათგრძნობა მართალი იყო.
რა ჯანდაბა უნდა ვქნა, თუ აქ არ დამხვდები, ქუ?!

თვალებს მაგრად აჭერდა ერთმანეთს და ოდნავადაც არ ინძრეოდა. იქნებ სიზმარი იყო, ან იქნებ ეჩვენებოდა? იქნებ გუკი ჯერ კიდევ მის გვერდით იწვა და თვითონ უბრალოდ უაზრო შიშებს აჰყვა?

დიდი ხნის შემდეგ დაასრულა საკუთარ თავთან ბრძოლა, ღრმად ამოისუნთქა და წამწამები გაჭირვებით დააშორა ერთმანეთს.

მისი წინათგრძნობა მართალი იყო. ჯონგუკი მის გვერდით არ იწვა.

თეჰიონმა საშინელი ჩხვლეტა იგრძნო გულში, მაშინვე წამოდგა და ბოლო იმედებს ჩაებღაუჭა. იქნებ სამზარეულოში იყო? ან აბაზანაში?
ფეხშიშველმა მთელი სახლი შემოიარა, ყველა ოთახში ეძება, ყველა კუთხე-კუნჭული დაათვალიერა, მაგრამ არა... ჯონგუკი მართლა წასული იყო.

იქნებ ცოტა ხნით სადმე გავიდა და დაბრუნდება?!- უკანასკნელ ხავსს ეჭიდებოდა ის.
მაგრამ პასუხი ამჯერადაც უარყოფითი იყო. ჯონგუკი მართლა წავიდა, თეჰიონი მართლა დატოვა და ეს რეალობა იყო.

საღამომდე ელოდებოდა თეჰიონი ჯონგუკს. ოთახში იჯდა და ელოდებოდა, რომ კარს შეაღებდა და თავისი ბაჭიის ღიმილით უცებ ყველაფერს უკეთესობისკენ შეცვლიდა.
არაფერი მომხდარა, სახლის კარი არავის შეუღია, ჯონგუკი არ დაბრუნებულა.
იმ საღამოს რაც ხელში მოხვდა ყველაფერი დალეწა გაბრაზებულმა, მაგრამ მერე, სასოწარკვეთის ტალღამ რომ გადაუარა, იფიქრა, რომ თუ ჯონგუკი დაბრუნდებოდა არ მოეწონებოდა დამსხვრეული ნივთების ნახვა. ყველაფერი მალევე მიალაგა და ამჯერად ჩუმ სევდას მიეცა.

𝑺𝒊𝒏𝒄𝒆 1997Where stories live. Discover now