2

2.7K 308 52
                                    



ჯონგუკი მობეზრებული სახით ზის ლექციაზე. მხოლოდ ფიზიკურადაა იქ, რეალურად, ლექტორის ხმაც კი არ ესმის იმდენადაა ფიქრებში ჩაფლული. მხოლოდ მაშინ ფხიზლდება, როცა სტუდენტები თავიანთი სკამებიდან დგებიან და გასასვლელისკენ მიდიან.
თვითონაც იგივეს გაკეთება უნდა, მაგრამ ლექტორის ხმა აჩერებს.
- ჯეონ ჯონგუკ, რამდენიმე წუთით დარჩი.
ჯონგუკი თავს უქნევს, ლექტორის მაგიდასთან ახლოს დგება და ელოდება როდის დაცარიელდება ოთახი.
როცა უკანასკნელი სტუდენტი ზურგს უკან კარს იხურავს, ლექტორი მაგიდიდან ფურცლებს იღებს და ჯონგუკს აწვდის.
ჯონგუკი დაბნეული უყურებს ფურცლებს, იქამდე, სანამ გაიაზრებს, რომ ხელში მისი საგამოცდო ნაშრომი უჭირავს. სწრაფად ფურცლავს შეფასების გვერდზე და მზერა დიდად დაწერილ ქულაზე უშტერდება.

ოღონდ ეს არა...

თვალებს ერთმანეთზე მაგრად აჭერს და ცდილობს თავი შეიკავოს რომ იმ წამსვე არ იტიროს, ლექტორის წინ.

- ბატონო ჯეონ, არ ვიცი რა გჭირს, მაგრამ აშკარაა, რომ რაღაც ხდება. არის რამე, რითიც დაგეხმარები?

ჯონგუკმა უსუსურად გააქნია თავი. ის ვერ გამოასწორებდა თეჰიონთან მის ურთიერთობას, ვერ შეცვლიდა მის გრძნობებს თეჰიონისადმი. ამიტომ, არაფრის გაკეთება შეეძლო ჯონგუკის დასახმარებლად.

- ბატონო ჰანს,- დაბალი, ათრთოლებული ხმით დაიწყო მან.- არსებობს რაიმე გზა, რომ შევძლო ქულის გამოსწორება?
- ერთადერთი, რაც ახლა შეგიძლია ისაა, რომ საბოლოო გამოცდაში უმაღლესი შეფასება მიიღო. მხოლოდ ამ შემთვევაში არ ჩაიჭრები ამ საგანში. ვწუხვარ, ბატონო ჯეონ...

ჯონგუკმა თავი კიდევ ერთხელ დაუქნია, პროფესორს მადლობა გადაუხადა და ოთახი სწრაფი ნაბიჯით დატოვა.

თითქოს ისედაც თავზესაყრელი პრობლემები არ ჰქონდა, ახლა ისიც დაემატა, რომ საგანში იჭრებოდა.
კოლეჯის შენობიდან გაბრაზებული გავიდა. სახლში წასვლა უნდოდა, მაგრამ გაიფიქრა თუ არა, რომ სახლში თეჰიონი იქნებოდა და შეიძლება შუადღის წვეულებაც ჰქონოდა, მაშინვე გადაიფიქრა და თავი პირველივე შემხვედრ სკვერს შეაფარა.
უბრალოდ სკამზე ჩამოჯდა, თავი ხელებში ჩარგო და შეეცადა, რომ დამშვიდებულიყო და ყველაფერი დაელაგებინა.
გამოსავალს ვერ პოულობდა...
არ იცოდა როგორ შეიძლებოდა ერთი რაღაც მაინც გამოესწორებინა თავის ცხოვრებაში... მისი ყველა პრობლემა თითქოს გადაჯაჭვული იყო ერთმანეთზე.
რამდენიმე საათი იჯდა იქ. სახეწაშლილი და უშედეგო მცდელობებისგან დაღლილი. მოგვიანებით წამოდგა, კიდევ რამდენიმე საათი ბიბლიოთეკაში, მეცადინეობის მცდელობაში გაატარა და შეღამებისას გეზი სახლისკენ აიღო.

𝑺𝒊𝒏𝒄𝒆 1997Où les histoires vivent. Découvrez maintenant