12

2.8K 314 82
                                    

Get ready? 😅




***

თითქმის ათი წუთი იდგა ჯონგუკი თეჰიონის სახლის კართან.
ჯიმინისგან გაარკვია, რომ სახლში იყო და თავისი გათვლით, მასთან სალაპარაკოდ წავიდა.
უნდოდა იქვე გადამალული ზედმეტი გასაღებით გაეღო კარი, მაგრამ არ იცოდა რამდენად ჰქონდა ამის უფლება.
უკვე აღარ იცოდა.
კარს შეჰყურებდა და ვერ წყვეტდა, ზარი დაერეკა თუ პირდაპირ შესულიყო სახლში.
ბოლოს გარისკვა გადაწყვიტა, გასაღები საკეტს მოარგო და შიგნით ფრთხილად შევიდა.
სახლში ცარიელი აურა იყო გამეფებული. თეჰიონი არსად ჩანდა და ჯონგუკი მის მოსაძებნად ჯერ სამზარეულოსკენ წავიდა, მერე - მისაღებისკენ დაიძრა, მაგრამ ბევრი სიარული აღარ დასჭირვებია.
თეჰიონი ტელეფონში იყო თავით ჩაყუდებული და ჯონგუკისკენ ისე მოდიოდა, ვერც კი ამჩნევდა მას.
შუა გზაში გაჩერდა, ალბათ იგრძნო სახლში სხვა სულიერის ყოფნა და ტელეფონიდან ამოიხედა.
მათი თვალები ერთმანეთს შეხვდა და ორივეს მზერა მაშინვე შეიცვალა.

ჯონგუკი ფრთხილი, ნაზი მზერით აკვირდებოდა თეჰიონს, თეჰიონი - გამჭოლი, ცივი და ოდნავ გაღიზიანებულით.

- საკეტს აუცილებლად შევცვლი.- უემოციოდ ჩაიბურტყუნა და ჯონგუკისთვის გვერდის ავლა დააპირა.
- თეჰიონ...- მისი სიტყვებით გამოწვეული ფრუსტრაცია დააიგნორა და ყურადღება იმისკენ მიმართა, რომ როგორმე თეჰიონთან დაელაპარაკა.

თეჰიონმა ყურიც არ ათხოვა მას, სამზარეულოსკენ მშვიდი ნაბიჯებით წავიდა და ჯონგუკიც უკან აედევნა. მაცივრიდან წყალი აუღელვებლად გამოიღო და მაშინვე მოიყუდა.
- თეჰი,- არ ნებდებოდა ჯონგუკი.-შეიძლება ვილაპარაკოთ?
- არა!-მტკიცე, მაგრამ სასხვათაშორისო იყო პასუხი.
- ძალიან გთხოვ, უბრალოდ მომისმინე.
- ჯონგუკ, არა!
- თეჰიონ...-სევდა შეეპარა ხმაში.
- არა, არა და არა! შენთან ლაპარაკს არ ვაპირებ.
- რატომ?! ნუთუ ვერ ხვდებ...
- ჯონგუკ!- გამაფრთხილებელი ტონით შეაწყვეტინა საუბარი.- შენთან არაფერზე ლაპარაკს არ ვაპირებ! ზუსტად ვიცი, ერთი სიტყვაც რომ ვთქვა სხვა რაღაცებსაც ვიტყვი, იმიტომ რომ თავს ვერ შევიკავებ, მე კი მირჩევნია ჩუმად ვიყო.
- სხვა რაღაცებსაც?-დაიბნა ჯონგუკი.
- სხვა, ცუდ რაღაცებსაც.
- თეჰიონ, კარგი რა, აქ შენთან სალაპარაკოდ მოვედი. არ მინდა ჩემზე ნაწყენი იყო.
- არ ვარ.
- ვიცი, რომ ხარ... უბრალოდ მეგონა გესმოდა, რომ ეს ორივეს სასიკეთოდ გავაკეთე.
- ორივეს სასიკეთოდ?!-იფეთქა თეჰიონმა.- დარწმუნებული ხარ?! იმიტომ რომ ერთადერთი, რაც შენი სულელური გადაწყვეტილებისგან მივიღე ოთხი თვის განმავლობაში უძილოდ გათენებული ღამეები, არეული ფიქრები და გადამწვარი გონებაა. უბრალოდ ეგოისტი ხარ და ყველაფერი შენი კეთილდღეობისთვის გააკეთე, ჯონგუკ.
- თეჰი, არა, გეფიც...
- საერთოდ, იცი რა?! თუ ჩემი ნათქვამი ერთი სიტყვა მაინც გაიგე იმ საღამოს, უნდა დაგემახსოვრებინა, რომ თუ წახვიდოდი, უკან ვეღარ დაბრუნდებოდი, ამიტომ შენთან სალაპარაკო არაფერი მაქვს.
- თეჰიონ, ძალიან გთხოვ...-ჯონგუკის თვალებში ცრემლები კიაფობდნენ.

𝑺𝒊𝒏𝒄𝒆 1997Où les histoires vivent. Découvrez maintenant