***- ჯ-ჯონგუკ,- სლუკუნებდა ხმა.- გუკ-კი.
ნახევრად მძინარე ჯონგუკი ამ ხმის გაგონებისას საწოლიდან წამოვარდა. გული საშინლად აუჩქარდა და პანიკამ შეიპყრო.
საათი დილის სამს აჩვენებდა.
- გ-გუკ-კ,- ტიროდა ხმა,- გესმის?
- რამე მოხდა? რატომ ტირი? რა ხმა გაქვს?!
- გუკ-კ... მამ-მაშენ-ნი.-ამოთქვა და ტირილს უმატა.
- დედა, ნუ მაშინებ. რა მოხდა? მამას რამე დაემართა?
- გ-გულის შეტ-ტევა.- ამოიტირა ქალმა.
- გარკვევით ილაპარაკე, დედა, ნუ მაშინებ.
- მამ-მაშენს,- ღრმად ამოსუნთქა ქალმა და სუნთქვის დარეგულირებას შეეცადა.- გულის შეტევა ჰქ-ქონდა.
- რა? ახლა როგორაა?- ხმა გაებზარა ჯონგუკს.
- არ-რ ვიც-ცი... ოპ-პერაციაზეა.
- დედა, არ ინერვიულო, კარგი?! ახლავე წამოვალ, სახლში მალე ვიქნები. სავადმყოფოს მისამართი მომწერე, მალე მოვალ, არ ინერვიულო.
- მ-მალე, გ-გუკ...
- მალე ჩამოვალ, არ ინერვიულო, დამშვიდდი.დედამისთან საუბარი რომ დაასრულა, რამდენიმე წამი სრულ პანიკაში იყო. ტელეფონი ხელიდან გაუვარდა, ფეხები მოეკეცა და საწოლზე ჩამოჯდა რომ არ დაცემულიყო.
რა უნდა ვქნა, რა უნდა ვქნა, რა უნდა ვქნა?!- გაჰკიოდა მისი გონება.მალევე მოახერხა და თავს შემოუძახა, რომ ძლიერი უნდა ყოფილიყო.
მაშინვე ნამჯუნს დაურეკა, ასეთ მომენტებში ყველაზე მეტად მისი იმედი ჰქონდა ხოლმე თეჰიონის შემდეგ. მაგრამ ახლა თეჰიონს ვერ დაურეკავდა.
- ნამჯუნ ჰიონ!- აღელვებული ხმა ჰქონდა ჯონგუკს.
- გისმენ, გუკ...- ნამძინარევი ხმა ჰქონდა მას, მაგრამ რომ მიხვდა ჯონგუკს ელაპარაკებოდა, გამოფხიზლდა.- მოიცა, გუკ?! შენ ხარ?
- ჰიონ, ბოდიში რომ გაგაღვიძე. საავადმყოფოს მისამართს მოგცემ და შეგიძლია მიხვიდე?! მამაჩემს ოპერაციას უკეთებენ და მგონი დედა მარტოა...
- რა თქმა უნდა, გუკ... არ ინერვიულო.აღარ ახსოვს როგორ გააღვიძა ბებიამისი, როგორ მიაყვანინა თავი მატარებლის სადგურში, როგორ იყიდა ბილეთი, როგორ ელოდებოდა მატარებელს, როგორ ჩაჯდა, მერე როგორ ჩავიდა ქალაქში, როგორ გააჩერა ტაქსი და როგორ მივიდა საავადმყოფომდე.
მთელი სხეულით კანკალებდა, ღრმად სუნთქავდა და ერთ ადგილას ვერ ისვენებდა. ეგონა წუთი-წუთზე გონებას დაკარგავდა ნერვიულობისგან და წარმოდგენა არ ჰქონდა როგორ ახერხებდა, რომ ხმამაღლა არ ეტირა.
მხოლოდ მაშინ დამშვიდდა ოდნავ, ნამჯუნმა რომ მისწერა, ოპერაცია დამთავრდა და მამაშენი სტაბილურადააო.
VOCÊ ESTÁ LENDO
𝑺𝒊𝒏𝒄𝒆 1997
Fanficგიყვარდეს შენი საუკეთესო მეგობარი?... არა... გიყვარდეს შენი საუკეთესო მეგობარი, რომელთან ერთადაც ცხოვრობ? არა. გიყვარდეს შენი საუკეთესო მეგობარი, რომელიც ჰეტეროსექსუალია? არა. გიყვარდეს შენი საუკეთესო მეგობარი, რომელთან ერთადაც ცხოვრობ, რომელიც ჰეტ...