jealousy 😏

40 1 0
                                    

ეს ემოცია, გულს რომ მისუსხავს,
არ მსიამოვნებს, მაგრამ განვიცდი.
და ის განცდები, რასაც აღმიძრავ
მყვება ყველგან და აღარც მიცდის.

შენი ბრალია, ჩემი ფიქრები!
შენი ბრალია, ჩემი განცდებიც!
გუმანით ვხვდები, შენი ბრალია
ეჭვიანობა სულ რომ განვიცდი...

მესაკუთრე ვარ, მიგისაკუთრე
და აღარ მომწონს სხვაც რომ გეხება,
ყველა არსებას ვისაც ეხვევი
ჩემი ფიქრები მუდამ დაყვება.


wild rose 🥀Where stories live. Discover now