ყოფილი მკვლელი

30 3 1
                                    

შავი თვალები, ღიმილი სველი,
ალმური ასდის ტუჩებზე მწველი;
ღამის ქმნილება პირდება ბევრი
არ იოცნებო რომ წარსულს შეცვლი..

ჩუმი ჭიდილით, ორჭოფით ძნელით,
გარდაუვალი, აღმართზე მსვლელი,
ცრემლმორეული ყოფილი მკვლელი,
პასუხებს ეძებს, აღარ სურს ბნელი!

მლაშე ჭრილობა სულზე რომ ადევს
უნარს უკარგავს აწმყოს რომ გასდევს,
თავის გულს ეძებს, მაგრამ იქ არ დევს,
სიცარიელე იმედსაც ანგრევს.

ჩამსხვრეულ სარკეს უსწორებს მზერას,
არ სურს მომავლის მარად განჭვრეტა,
უჭირს ტკივილის მწარედ შეგრძნება,
ნანობს კი მაინც რაც გააკეთა?..

ვერ გაუბედავს ხალხში გარევა,
მაგრამ არ იცის მათი განდევნა.
თუმცა გონების კარის გაღება
მაინც მოუწევს, რადგან ნათდება.

და აი ისევ მზის პირველ სხივებს
შეეგებება, არ გატეხს ფიცებს,
შინაგანი ხმა ჩამოჰკავს სიმებს,
უიმედობა განკარგავს სიტყვებს.

სხვა ვერ გაიგებს რა გააკეთა.
ვერ იპოვიან გარდაცვლილ ცხედარს,
იგი მიჰყიდა უგულო მხედარს
თურმე როდესაც თავის თავს გლეჯდა.

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Jan 22, 2020 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

wild rose 🥀Where stories live. Discover now