6

3.5K 210 23
                                    

ჰესუ პოვ:

დილით როცა გავიღვიძე გვერდით არავინ მეწვა, შესაბამისად მაშინვე გავიფიქრე, რომ ჯონგუკი სამსახურში წავიდოდა, თუმცა ჩაცმის პერიოდში დაბლიდან ხმაური მომესმა. ჩემდა გასაკვირად ეს ხმა ჯონგუკის იყო, თანაც ის საკმაოდ ხმამაღლა საუბრობდა. დამაინტერესა რა ხდებოდა, რამ გამოიწვია მისი გაღიზიანება, ამიტომ კედელს ამოვეფარე და მათი მოსმენა დავიწყე.

-როგორ აღმოჩნდა ის ადამიანი ჩემს სახლში? რისთვის ჰყავს სახლს დაცვა თუ ის თავის მოვალეობას არ შეასრულებს.*უთხრა გაბრაზებულმა, ხმამაღლა*

-არ ვიცით, ჩვენ...

-მოდი უბრალოდ აღარ დავიწყებ იმის ახსნას რა ევალება დაცვის უფროსს, შენ ყველაფერი უნდა აკონტროლო და მერე მე მომახსენო .

-დიახ, ვიცი, უბრალოდ მან ყველა კამერა წამიერად გათიშა და ამ დროს შემოვიდა სახლში, წასვლისასაც იგივე მოხდა. ჩვენ კი უბრალო სისტემური ხარვეზი გვეგონა, ბოდიშს ვიხდი, ეს აღარ განმეორდება.

-უაზროდ აღარ დავიწყებ ჩხუბს, მთავარია აღარ მოხდეს მსგავსი შემთხვევა. იმედია ნამჯუნმა უკვე გითხრათ იმის შესახებ, რომ დაცვა უნდა გააძლიეროთ.

-დიახ, გვითხრა და ბრძანება უკვე შესრულებულია

-ძალიან კარგი, ყურადღებით იყავით. ახლა შეგიძლია წახვიდე.

საუბარს მორჩნენ თუ არა ჯონგუკი კიბეებისკენ წამოვიდა, ამიტომ კიბეების ნახევარი უცებ ავირბინე და  შემდეგ უკვე ჩვეულებრივ დავიწყე ისევ უკან ჩამოსვლა.

-დილამშვიდობისა*მივესალმე. რა თქმა უნდა, საპასუხოდაც იგივე მივიღე.*
მისაღევში რომ შევედი და არავინ დამხვდა, თან სახლში სიწყნარე იყო. გამიკვირდა

-ბიჭები სად არიან? უკვე წავიდნენ?

-დილით ადრე გავიდნენ, რაღაცეები ჰქონდათ მოსაგვარებელი, თან არ უნდოდათ თავი უხერხულად გეგრძნო.
*გამეღიმა მათ საყვარელ ქმედებაზე. ფიქრებში ვიყავი გართული მოულოდნელად რომ დავინახე უკვე წასასვლელად  გამზადებული ჯონგუკი, რომელიც პიჯაკის ღილებს იკრავდა*

დიდი შეცდომაWhere stories live. Discover now