26

751 65 10
                                    

ავტორი's pov:

  -იოს, როგორც ყოველთვის ღამე გაეღვიძა. ტელეფონს რომ დახედა, ოთხი საათი იყო. საწოლზე წამოჯდა და მარცხნივ გაიხედა...

–ლურჯთმიანს თვალები ისევ დახუჭული ჰქონდა, თითქოს ეს მარადიული იყო და ვერც ვერასდროს გაახელდა...არადა იოს ინტერესი კლავდა. ძალიან უნდოდა ბიჭის გაცნობა და მის ღრმა თვალებში ჩახედვა. მაგრამ არა...როგორ გაიცნობდა ბიჭს, რომელსაც აპარატის გარეშე ნორმალურად სუნთქვაც კი აღარ შეეძლო?...მიუხედავად ამისა ლურჯთმიანს მაინც ანგელოზივით ეძინა, თუ რათქმაუნდა რამდენიმე კვირის მანძილზე უგონოდ ყოფნას ძილი ჰქვია...იოს უნებლიედ ცრემლები წამოუვიდა...

იო–რატომ ვტირი? მას ხომ არც კი ვიცნობ? მაგრამ...რა დაემართა? აქ რატომ არის? ან საერთოდ მე რატომ ვარ აქ? რა მომივიდა?...რის...–საუბარი უეცარმა შეგრძნებამ შეაწყვეტინა, თითქოს რაღაც მოხდა...ბიჭისკენ გაიხედა, რომელიც ახლა უკვე გაშეშებული იჯდა.

იო–ჰა?...–თვითონაც წამოდგა, კათეტერი მოიხსნა და პალატიდან გავიდა. ირგვლივ სრულ სიბნელეს სუსტი განათება არღვევდა. კარის სახელური ფრთხილად, აუჩქარებლად ჩამოწია და შიგნით შევიდა...არაფერი განსაკუთრებული...ბიჭი ისევ გაუნძრევლად წევს და თვლემს.

იო–რა მემართება?...–ჩუმად ჩაილაპარაკა და ცივ სხეულს მიუახლოვდა. ხელი ბიჭისკენ წაიღო, რათა შეხებოდა, მაგრამ მაშინვე უკან დააბრუნა. 

?–ჩემი გეშინია?...–ბიჭმა თვალები გაახილა და ხელი იოსკენ წაიღო.

?–შემეხე...ნუ გეშინია...

მე–შენ...შენ ხომ...შენ...

?–მე? რა მე...უბრალოდ მითხარი ჩემი რატომ გეშინია!–ტონს აუწია, იოს ხელი მოკიდა  და მაჯაზე მოუჭირა

?–მითხარი!!..–ამჯერად უყვირა და ხელზე მოქაჩა

იო–არა გაჩერდი...გაჩერდი გთხოვ მტკივა...გაჩ...–სიტყვა უცნობმა ხმამ შეაწყვეტინა

?–აქ რა ხდება?!–იომ ექთანს გახედა

იო–მე...მე უბრალოდ...

ექთანი–ახლა უნდა გეძინოს!–იოსკენ წამოვიდა, ხელი მოკიდა და კარისკენ წაიყვანა. იომ ბოლოჯერღა გახედა ლურჯთმიანს, რომელსაც მშვიდად, წარბშეუხრელად ეძინა, მთელი ამ ხნის განმავლობაში...


იო–რა მემართება???...–თქვა, აწ უკვე საწოლში მშვიდად მოკალათებულმა...


***

–WTF რეებს ვწერ...

what's my name? (დასრულებული)Where stories live. Discover now