28

728 58 2
                                    

ავტორი's pov:

-დილით ბიჭები ისევ მივიდნენ იოს სანახავად, მაგრამ მას ეძინა. უკვე გასვლას აპირებდნენ, როდესაც ჩურჩულის ხმა გაიგეს:

ჰობი–გაიგონეთ?–ყური დაუგდო ჰობიმ

იუნგი–კი–ბიჭები იოსკენ შეტრიალდნენ

იო–მოიცადე...არ წახვიდე გთხოვ...არა...არ დამტოვო....ასე ვერ მიმატოვებ....ვერ წახვალ....გთხოვ.....არა...არააააააააააააააააააააააააა....–ბოლოს იყვირა და ცრემლები წამოუვიდა. ცივ ოფლში ცურავდა და ვერ იღვიძებდა.

იუნგი–იო გაიღვიძე გესმის ჩემი? ყველაფერი კარგადაა, გაიღვიძე უბრალო კოშმარია და მეტი არაფერი.–მის გაღვიძებას ცდილობდა, თუმცა იო კრუნჩხვებში ჩავარდა.

 იუნგი–ნამჯუნ სასწრაფოდ ექიმს დაუძახე!

-ერთი საათის შემდეგ:

პალატიდან ექიმი გამოვიდა

იუნგი–როგორ არის?

ექიმი–ყველაფერი კარგად არის, ნუ ნერვიულობთ. მაღალი სიცხე ჰქონდა ახლა კი უკეთესადაა.

იუნგი–კარგით...

ჯიმინი–წამოდით თეჰიონთან შევიდეთ

ქუქი–კაი


***

ჯიმინი–ბიჭებო ხელზე რა სჭირს?

იუნგიმ ჩაისუნთქა და უთხრა–დრო იწურება...–ცრემლი ჩამოუგორდა

ჯინი–არ ინერვიულოთ, ის დაგვიბრუნდება, აი ნახავთ!

ჰობი–იმედია...

ჯუნი–კარგი დროა სახლში წავიდეთ, ხვალაც აქ მოვალთ სხვა საქმე არ გვაქვს.


–ბიჭები სახლში წავიდნენ.

***

 -იოს ღამემდე ეძინა შემდეგ კი გაეღვიძა. ტელეფონს რომ დახედა ორი საათი იყო:

იო–დროა...–ისევ კათეტერი გამოიძრო და თეჰიონთან შევიდა

იო–გამარჯობა ბიჭო...შენთან ლაპარაკი მომენატრა, ამიტომ მოვედი. იცი როგორი მოსაწყენია შენს გარეშე? თითქოს დიდ შენობაში მარტო ვარ გამომწყვდეული და ირგვლივ არავინაა...–გაეღიმა იოს

იო–იმედი მაქვს შენც გინდოდა ჩემთან ლაპარაკი...ერთი სული მაქვს როდის გაიღვიძებ...–სკამიდან წამოდგა

იო–ახლა უნდა წავიდე, ხვალ ისევ გნახავ ან ვინ იცის, იქნებ დღეს მეორედაც შემოვიდე...–შეტრიალდა, მაგრამ არ წავიდა. ისევ ბიჭს შეხედა და ლურჯ, ნაზ თმაზე წაეთამაშა.

იო–ღმერთო რა კარგი თმა გქონია მე რატომ არ მერგო ასეთი? ცხოვრება მართლაც რომ უსამართლოა!–ღიმილით ერთხელაც მოეფერა თმაზე და თავის პალატაში დაბრუნდა.


თეჰიონი's pov:

-ღმერთო ისევ ის ხმა...რატომ არ მასვენებს...ჯანდაბას ორი წუთით მაინც ხომ ვხედავ რამეს...

ისევ ის წითელი კარი და წარწერა...არაფერი განსაკუთრებული...მაგრამ ხმა მაინც ნაცნობია....მელაპარაკება და მეც დაკვირვებით ვუსმენ...

აი უკვე წასვლას აპირებს, მაგრამ არ წასულა...ისევ მისი ხმა მესმის...და...

შემეხო...არ მჯერა...მის შეხებაზე დამაჟრიალა....სხეულში სითბო ჩამეღვარა, მაგრამ კიდევ შეიცვალა რაღაც...იმ ოთახში აღარ ვიყავი...რომელიღაც შენობის წინ ვიდექი...კარი გავაღე და შიგნით შევედი...როგორც ჩანს სკოლაა...–გავიფიქრე, როდესაც კარადები დავინახე. ეს ჩემი სკოლაა...დერეფანს გავუყევი და შევჩერდი...ფიზიკის კლასის კარი გავაღე და შევედი მაგრამ...ისევ ლიფტის ზომის ოთახი და წითელი კარი...

მე–როგორც ჩანს წახვედი...–ჩავილაპარაკე თუ არა ისევ სიბნელემ მშთანთქა...



***

–ესეც ახალი თავი...

byee <3<3<3

what's my name? (დასრულებული)Where stories live. Discover now