27

713 63 4
                                    

ავტორი's pov:

-იომ ნახევარსაათიანი ცდის შემდეგ, მაინც ვერ დაიძინა, ამიტომ ისევ ბიჭთან გასვლა გადაწყვიტა. კათეტერი ისევ გამოიძრო და გარეთ გავიდა. ისევ ბნელოდა, ისევ ცარიელი იყო დერეფანი, მასაც სწორედ ეს უნდოდა. პალატაში ჩუმად, ფრთხილად შეაბიჯა და კარი დაკეტა.  მიუახლოვდა ლურჯთმიანს და მის გვერდით სკამზე ჩამოჯდა:

იო–გამარჯობა ლურჯთმიანო...–საუბარი შეწყვიტა, თითქოს ბიჭის პასუხს ელოდა

?–...

იო–რათქმაუნდა...ვერ დამელაპარაკები...იცი?...შენი გაცნობა მინდა, მაგრამ...შენ?

?–...

იო–რა მნიშვნელობა აქვს...დღეიდან შენ ჩემი მეგობარი იქნები–თავისი ხელი ბიჭის ხელისკენ წაიღო, მაგრამ ისევ უკან დააბრუნა

იო–მოდი ხელის ჩამორთმევა სხვა დროს იყოს...

?–...

იო–იცი რამდენი ხანია შენთან ლაპარაკი მინდა? მაგრამ შენ მაინც ჯიუტად არ იღვიძებ!–ხელები გადააჯვარედინა და ტუჩები წინ, საყვარლად წამოსწია

?–...

იო–კარგი აღარ შეგაწუხებ ალბათ დასვენება გჭირდება. მე წავედი...–წამოდგა და კართან მივიდა–აბა კარგად, იმედია მალე გაიღვიძებ–ხელი დაუქნია და თავის პალატაში დაბრუნდა.

თეჰიონი's pov:

-ბნელ, დაახლოებით ლიფტის ზომის ოთახში ვარ. ჩემს წინ წითელი კარია, რომელსაც მის ზევით მიმაგრებული პატარა წარწერა ანათებს, სადაც წერია: exit. კართან მივედი და გაღება ვცადე, მაგრამ სულ ტყუილად...ის არა და არ იღება. ხელებს ვურტყამ და ვყირივარ, თუმცა ირგვლივ არავინ არის. ცოტახნის შემდეგ, ჩურჩული მესმის...ვიღაც ლაპარაკობს. 

მე–ნაცნობი ხმაა...–ჩავილაპარაკე და ხმას ყური დავუგდე

მე–რა ხდება? აქ რა მინდა?

–ხმას ვუსმენ. საშინლად ჟღერს, ექოსავით...მაგრამ მაინც მოსმენას ვაგრძელებ. მგონი ვიღაც გოგოა, ჩემთან მეგობრობა უნდა. ამბობს, რომ დიდი ხანია მელოდება მე კი მაინც არ ვიღვიძებ...

მე–ვინ არის?...

ხმა მალევე წყდება და წითელი კარიც სიბნელეში უჩინარდება...



***

-BTSBTS091 დღეს უკვე მეორე თავია ახლა მაინც აღარ მითხრა მალე დადეო. დამასვენე ხვალამდე...

byeee <3<3<3

what's my name? (დასრულებული)Where stories live. Discover now