<<ყველაფერი მოგვარებულია>>
თეჰიონის ოთახში დაბრუნების შემდეგ არაფერი მომხდარა. მხოლოდ საუბრობდნენ, ბიჭებიც და გაბიც თეჰიონს ეჭვისთვალით შეჰყურებდნენ, არ ჯეროდათ რომ მან ასე მარტივად უთხრა სიმართლე ჯონგუკს, აი ჯონგუკს რაც შეეხება, თეჰიონის ნაწილობრივ სჯეროდა, თუმცა არც ის აპირებდა დანებებას. ჯერ ყველაფერი, ხომ მხოლოდ ახლა იწყება
მოსაღამოვდა ყველა წავიდა, მათ შორის თეჰიონიც, დარჩნენ მხოლოდ ჰოსოკი გაბი და ჯონგუკი. ჰოსოკი ოთახში ავიდა, გაბი კი ჯონგუკთან დარჩა
-ჯონგუკ რას აპირებ?
-არ ვიცი-თავი ხელებში ჩარგო
-გთხოვ ის არ გაუკეთო რაც ადრე შენ გაგიკეთეს, ის ჩემი ბავშვობის მეგობარია
-და მე არ ვარ შენი მეგობარი? მეც შენი ბავშვობის მეგობარი და ნათესავი ვარ-თავი ასწია გუკმა და თვალებში მიაშტერდა გოგოს
-გუკ, ვიცი რომ არასწორად მოიქცა თუმცა, არ მინდა რომ მას რამე დაემართოს, გთხოვ
-არ ვაპირებ მასაც ისე მოვექცე
-მადლობა
-მას უარეს ვუზავ-ჩაიცინა
-გუკ შენ ხომ ის გიყვარს-მუდარის სახით შეხედა ბიჭს
-მიყვარს! თუმცა არ იმსახურებს!ასე არ უნდა მომქცეოდა-კბილებში გამოცრა სიტყვები და დივნის საზურგეს მიეყრდნო
-გუკ ჩემი ხათრით, მას კიდევ ერთი შანსი მიეცი, და თუ კიდევ გატკენს გულს, შემდეგ მას ჩემი ხელით გავუთხრი საფლავს, შენ იცი რომ შენთვის ამას გავაკეთებ, მხოლოდ ერთი შანსი!-უთხრა გაბიმ და პასუხის მოლოდინში მას მიაშტერდა
-არა-მკაცრად თქვა გუკმა
-ძალიან აზვიადებ
-არ ვაზვიადებ ის არ იმსახურებს ამას
-შენ მოგცეს მეორე შანსი
-არა! მას არ მოუცია ჩემთვის მეორე შანსი ეს მე მივეცი შანსი გადარჩენის, თუმცა ეს არ დააფასა. ისე გამოწერეს საავდმყოფოდან?-ჩაიცინა
-კი, წინა კვირას-გაეცინა-ამნეზია აქვს.
-რა ეგონა აბა რომ მეჭიმებოდა
-ხო მაგრამ ფეხი აღარ უნდა ჩაგერტყა
-არაუშავს
-ისე ადვილად გამოძვერი
-რაღა ადვილად ამ ღმერთისგან მივიწყებულ ქვეყანაში ვარ-დაიწუწუნა ბიჭმა(არ გამპუტოთ)
-დედაშენის სამშობლო მაინც არ იყოს შე ტუტუცო
-ხო მაგრამ, მართლა ძაან ჩამორჩენილები არიან, მითუმეტეს ის ბანდა რომელიც ცდილობდა ჩემთვის გუკი ეტკინათ
-ეეჰ შენ სად გაქვს გული
-მართალი ხარ გული არ მაქვს-ჩაიცინა
-არ ვარ დარწმუნებული რომ მე გიყვარვარ-გაიბუტა გაბი
-ჩემს გულში მხოლოდ შენი და ჰოსოკის ადგილია, მხოლოდ თქვენი
-მიყვარხარ
-მეც, ძალიან-გუკი გადაიწია და გაბი გულში ჩაიკრა
-ჯონგუკ მისცემ მას მეორე შანს?-მუდარის თვალებით შეხედა
-მხოლოდ შენი ხათრით-დიდი ხნის ფიქრის შემდეგ უთხრა
-მადლობა
ჯონგუკს არაფერი უპასუხია, თავი გააქნია და ოთახში ავიდა, აბაზანაში შევიდა, ტანსაცმელი გაიხადა და ცხელი წყლის ქვეშ დადგა
ფიქრი დაიწყო იმაზე თუ რა უნდა გაეკეთებინა ახლა. არ უნდოდა მისთვის მეორე შანსის მიცემა თუმცა გაბისთვის მიცემულ პირობას ვერ დაარღვევს, ის პირობას არ გატეხს
ამდენი საშინელების შემდეგ ისიც ბედნიერი უნდა იყოს, ამდენი ტანჯვის მერე მანაც უნდა გაიხაროს. ამაში კი 'ალბათ' თეჰიონი დაეხმარება.
დაახლოებით 1 საათი ასე იდგა ცხელი წყლის ქვეშ, შემდეგ პირსახოცი წელს ქვევით მოიხვია და ოთახში გავიდა
შავი შორტი გვერდებზე ნაცრისფერი ზოლებით ჩაიცვა და საწოლში შეწვა
დაიღალა ყველაფრით ახლა კი მხოლოდ ძილს შეუძლია დაავიწყოს რამდენიმე საათით მაინც ეს ყველაფერი...
______
ჰაით
ააუუ როგორ დავრეგისტრირდე ამ დედა აფეთქებულ weverse-ზე? უკვე ნერვები დამაწყდა. ხოდა თუ ვინმემ იცით მომწერეთ ან რავი რამე ქენით, თორე უკვე მეორედ წავშლი😭
მადლობა
ნახვამდის
ESTÁS LEYENDO
Text me __ Taekook [Completed]
Novela Juvenilროდესაც მეგობრებთან ერთად ღადაობის მიზნით უცხო ნომერს მიწერ... რა მოხდება შემდეგ?! პირველი ნაწილი Smut Top_Tae Bottom_Jungkook Started - 07.10.2019 Finished - 24.02.2020