Birthday gift

755 57 19
                                    

მეორე დღე გათენდა ეს დღე ბიჭისთვის ყველაზე საშინელია. დღეს ხომ მისი შეყვარებულის დაბადების დღეა. დღეს შეხვდება მას უკანასკნელად და ისიც არც თუ ისე კარგად დამთავრდება

**

ეს დღე არც ერთი ადამიანისთვის არ გათენებულა ბედნიერი. არც ჯონგუკისთვის, არც თეჰიონისთვის.

ჯონგუკი საწოლიდან წამოდგა, სულაც არ უხაროდა რომ 18ის გახდა, მითუმეტეს იმიტომ რომ გული ცუდს უგრძნობდა. ხვდებოდა რომ რაღაც რიგზე არ იყო

სააბაზანოში შევიდა, იქიდან პირსახოც შემოხვეული გამოვიდა. სპორტულად ჩაიცვა და პირველ სართულზე ჩავიდა

თეჰიონთან ნაჩხუბარია, მას კი ჯერ ბოდიში არ მოუხდია. გუკმა გადაწყვიტა თვითონ მოეხადა ბოდიში, მიუხესავად იმისა რომ ის დამნაშავე არ იყო.

სახლში არავინ არ იყო ამიტომ გასვლისას გასაღებით კარი გადაკეტა და თეჰიონის სახლისკენ წავიდა. ტაქსი გააჩერა და მანქანაც დაიძრა. 20 წუთში სახლის წინ გაჩერდა მანქანა. მძღოლს ფული გადაუხადა და გადმოვიდა. ნერვიულობდა. კარის წინ დადგა და რამდენიჯერ დააკაკუნა, კარი ჯინმა გააღო გაღიმებულმა

-ჯონგუკიი გილოცავ საყვარელოო, დიდი ბიჭი გაიზარდე-გადაეხვია ჯინი და ლოყაზეც აკოცა

-მადლობა ჯინ ჰიონ

-აქ რამ მოგიყვანა? შემოდი-კარიდან გაიწია

-არა იყოს, თეჰიონს დაუძახე რაა, სალაპარაკო მაქვს-თითების წვალება დაიწყო

-გუკ ამასთან დაკავშირებით მინდა შენთან ლაპარაკი და შემოდი გთხოვ

-კარგი

სახლში შევიდა, მისაღებში მდგარ სავარძელზე დაჯდა, ჯინიც მის წინ მოკალათდა

-ჯონგუკ თქვენს შორის რა ხდება? გუშინ თეჰიონის ოთახში რომ ავედი ყველაფერი დალეწილი იყო. თეჰიონმა მითხრა ვეჩხუბეო. აშკარაა ყველაფერი კარგად არ გაქვთ

Text me __ Taekook   [Completed]Donde viven las historias. Descúbrelo ahora