CHAPTER 9

1.4K 142 45
                                    

-იუნგი ისეთი ტიპის ადამიანი არ ჩანს ვისაც წვეულებები ხიბლავს-თქვა ჯონგუკმა, როდესაც ისინი კიბეებზე ადიოდნენ, იუნგის აპარტამენტისკენ.

-არც არის, მაგრამ მისი ოთახის მეზობელი სურანი ყოველთვის ველურ წვეულებებს აწყობს. ჩვეულებრივ იმიტომ მოვდივარ, რომ ვინმე გავიცნო-თქვა ჯიმინმა და ჯონგუკის ხელს თავისი მოუჭირა, ჯონგუკმა ქვედა ტუჩი წინ გადმოაგდო.

-ამჯერად არა, ხომ ასეა?-იკითხა მან, ჯიმინმა კი გაიცინა.

-რათქმაუნდა არა პატარავ, ჩემთვის ერთადერთი ხარ-თქვა მან და საჩვენებელი თითით ჯონგუკის ცხვირს შეეხო.

-თქვენ ორნი გულს მირევთ-თქვა მათ უკან მდგომმა სოკჯინმა.

-იმიტომ ბრაზდები, რომ მარტოხელა ხარ-თქვა ჯიმინმა და ენა გამოუყო მას (არადა ჯინის ცოლი ვარ, უბრალოდ ამათმა არ იციან ჯერ)

როდესაც ისინი იუნგის სართულზე ავიდნენ წვეულება უკვე დაწყებული იყო, მთელი სართული ხალხით იყო სავსე. ჯიმინმა ჯონგუკს ხელი გაუშვა და ბრბოსკენ წავიდა.

ადგილი ხალხით სავსე იყო, მაგრამ ჯიმინმა მაშინვე იუნგი მოძებნა.

-იუნგი! ჩვენ აქ ვართ-ხელის ქნევით ყვიროდა ჯიმინი, მაგრამ ქვედა ტუჩი გადმოაგდო, როდესაც იუნგის ყურადღება პირდაპირ ჯონგუკისკენ წავიდა.

-ჯონგუკ მიხარია რომ აქ ხარ. ეს ჩემი ოთახის მეზობელია, სურანი-თქვა მან და მის გვედით მგდომ გოგოზე ანიშნა ჯონგუკს. ის ლამაზი იყო, მეგობრული გამომეტყველებით-ვეუბნებოდი, რომ კანადაში ცხოვრობ და მან თქვა, რომ სტუმრობა უნდა.

-ოჰ რათქმაუნდა, იქ კარგია თუ სიცივეს არ ჩავთვლით, თუ გინდა შეგიძლია ჩემთან და ჩემს ოთახის მეზობელთან დარჩე-ზოგაგად ის არ იყო ასეთი გახსნილი სტუმრების მიმართ, მაგრამ იუნგის მეგობარს ენდობოდა.

-შესანიშნავია. იმედია თქვენ უფრო მხიარულები ხართ, ვიდრე იუნგი-თქვა მან, რის გამოც იუნგიმ მსუბუქად დაარტყა მხარზე. ჯონგუკს იუნგის გამომეტყველებაზე გაეცინა.

Wish You Were Here ✅Where stories live. Discover now