-ო საყვარელია, დაიმატე-თქვა თეჰიონმა, მობილურში ყურების დროს. ჯონგუკმა უარყოფა გაუკეთა ბიჭს, იმის გამო, რომ დაინტერესებული არ იყო.
-კარგი რა, ყველას უარყოფას რატომ უკეთებ? აღარ აპირებ ვინმესთან დაწვე?-თქვა თეჰიონმა და ჯონგუკს თმები აუჩეჩა, ჯონგუკმა კი თვალები გადაატრიალა.
თეჰიონმა თინდერზე დაარეგისტრირა. ჯონგუკმა თქვა, რომ ვისმესთან დაწვებოდა, მაგრამ ახლა რთული პერიოდი აქვს და არავინ აინტერესებს.
შეყვარებულთან დაშორებამ მასზე ცუდად იმოქმედა, მას შემდეგ სხვასთან დაწოლაზე არც უფიქრია. ნერვიულობდა ისევ ურთიერთობაში ყოფნის გამო, თუნდაც ეს უბრალოდ ერთი ღამის გართობა ყოფილიყო თინდერიდან.
-ო ჯანდაბა-თქვა თეჰიონმა და ჯონგუკს მობილური ხელიდან გამოგლიჯა. ჯონგუკი უაზროდ ათვალიერებდა ფოტოებს ისე, რომ არც კი უყურებდა ეკრანს.
-რა? დამიბრუნე მობილური-თქვა ჯონგუკმა და ზარმაცულად გადაიხარა მისკენ.
-ეს ბიჭი ულამაზესია, შენ არ გენდობი და მე თვითონ ვიმატებ-ჯონგუკმა ამოიხვნეშა და უფრო სერიოზულად ეცადა მობილურის დაბრუნებას.
მას ნორმალურად არც კი დაუნახავს ბიჭის ფოტო.-გიჟი რომ იყოს? ან მახინჯი? შენი გემოვნება დიდად კარგი არ არის-თქვა ჯონგუკმა და სავარძელში მოკალათდა.
-მერწმუნე ასე არ არის, მოგეწონება თუ ის დათანხმდება მეგობრობას-თქვა თეჰიონმა, მაგრამ ჯონგუკი დარწმუნებული მაინც არ იყო, მათი გემოვნება არასდროს ემთხვევა ერთმანეთს. ბოლოს და ბოლოს თეჰიონი ნამჯუნს ხვდება.
რამოდენიმე საათი გავიდა, ჯონგუკმა შეტყობინება მიიღო,თანხმობის შესახებ.
-დამთანხმდა-დაუძახა ჯონგუკმა თეჰიონს, რომელიც სამზარეულოდან მაშინვე მის გვერდით გაჩნდა.
-შეამოწმე? საყვარელია, არა?
ჯონგუკმა დააჭირა ფოტოს. და ვაუ. თეჰიონი პირველად აღმოჩნდა მართალი. ეს ბიჭი მართლაც ულამაზესია. მისი სახელია ჯიმინი. ის კორეიდანაა, როგორც ჯონგუკი და მისი ღიმილი მართლაც ძალიან ლამაზია. იმდენად ლამაზი, რომ ჯონგუკი ანერვიულდა.
YOU ARE READING
Wish You Were Here ✅
Ficción Generalჯონგუკი ჯიმინს თინდერზე გაიცნობს, თავისი მეგობრის წყალობით. (ფიკი არის ნათარგმნი)