-ასე უთხრა, გეფიცები იქ რომ ყოფილიყავი მოკვდებოდი სიცილით. -ხითხითებდა ასტრია და ჯესის თითებზე თამაშობდა.
-არა, დარწმუნებული ვარ, ადელინას ეგ არ გაუჭირდებოდა. -ჯესისაც წასკდა სიცილი.
-წამყვანის სახე უნდა გენახა! ღიმილი შეახმა!
-წარმომიდგენია. დღეს რას ვაპირებთ? -ღიმილით შეხედა ასტრიას და ლოყაზე მოეფერა.
-მინდა მთელი დღე ვიწვეთ და არაფერი ვაკეთოთ. ასევე... შეგიძლია პიცა მომიტანო. -გაეკრიჭა ასტრია.
-კაცის გულზე კი არა, შენზეა ნათქვამი, ასტრიას გული კუჭზე გადისო. -ჩაეცინა ჯესის და ასტრია გულში ჩაიკრა.
-და პიცას ვინ მომიტანს მე?!
-ვრეკავ, ფისუნიავ, აი ახლავე. -ჯესიმ სწრაფად მოიმარჯვა ტელეფონი და პიცა შეუკვეთა.
-ხოდა ეგრე. -გამარჯვებული სახით ჩაილაპარაკა ასტრიამ და გვერდითა ოთახიდან კვნესის ხმა შემოესმათ.
-გეფიცები, რაც ადელინა მოვიდა მას შემდეგ არ გამოსულან ოთახიდან.. -საცოდავი სახით გახედა კედელს ჯესიმ.
-ეგ ხომ 4 საათის წინ იყო... ვაიმე ჩემი საწყალი ბავშვი... -ჩაილაპარაკა ასტრიამ და თვალებში ცრემლი ჩაუგორდა.
-რა გატირებს?
-რომ ეტკინოს?! -ამოიკნავლა ასტრიამ და ჯესის მკერდზე თავი დაადო.
-ის ხომ ადელინაა, რა თქმა უნდა ეტკინება სანის. დიდი ალბათობით დაბმული ეყოლება.
-რა იცი შენ?!
-ადელინას ერთხელ დავესწარი.. ნუ ჯგუფური გვქონდა რა, თუ იმას უშვება სანის რასაც იმ გოგოს მაშინ უეჭველი დაბმული ეყოლება. აბა ისე გაექცეოდა და.
-ველური ის! და შენ კიდევ გიკრძალავ მე ჯგუფურებს!!
-პატარავ, გპირდები, არანაირი ჯგუფური! ....სანამ შენ არ მოგინდება.. -ჩუმად ჩაილაპარაკა ჯესიმ.
-ჯესი!! -იკივლა ასტრიამ და საწოლიდან ამხტარ ჯესის ჩუსტი ჰაერში მიაწია. -უჯიშო შენ!
STAI LEGGENDO
talk to me, Baby /finished☑
Teen FictionWhat happens when two different persons meet each other? Lets find out babyz.