14 თავი

248 32 0
                                    

უკვე ნელ ნელა თბება,ბუნებამ უკვე გაიღვიძა.კეკლუცა ხეებმა ლამაზი კაბებით იწყეს შემოსვა. დედაბუნებამ სახე იცვალა და ხელმეორედ დაიბადა,აი მე კი მოვკვდი და ოკეანის ფსკერზე ცემენტში ჩაბეტონებული,ეულად ვაგდივარ.
მოკვდა და გაჩერდა ჩემთვის ყველაფერი,განა ძველ ცხოვრებას დაუბრუნდა,უკვე ისიც აღარ არსებობს.სრული სიცარიელე.

ისე გაიარა თეთრმა დედოფალმა,რომ ვერცკი მოვასწარი მისი შეგრძნება.ყველაზე მეტად ზამთარი მიყვარს,მაგრამ წელს ვერცერთი დღესასწაულის აღნიშვნა ვერ მოვახერხე.საკმაოდ ექსტრემალურად გაიარა ამ სამმა თვემ.

♡♡♡♡♡♡
აშშ.ტილამუკი,ორეგონი.
02.04.2017

კლდეზე ვდგავარ და გული გაფრენას ლამობს.გადავყურებ წყნარ ოკეანეს და მინდა რომ მეც მის წიაღში ჩავიკარგო.წერა დავიწყე.ცხოვრებაში დღიური არ მიწარმოებია,მაგრამ აშკარად მშველის.ჩემს ბედზე მეცინება.ისე ამბობენ შენს ბედს შენთვითონვე წერო,მაგრამ მე ეს არ მდომებია.ისე ავორთქლდი ვეგასიდან და მივატოვე იქაურობა,რომ რამდენიმე კვირა დასჭირდათ იმათ,ხომ ხვდებით არა ვისაც,ჩემს მოსაძებნად.ჯერ ჯერობით ყველაფერს ვუმკვლავდები,პარალელურად ვცდილობ ამ ჭაობიდან ამოვძვრე.მივაგენი მენდოზას,საკმაოდ რთულად და ბევრი რამის ფასად,მაგრამ მაინც გავედი მის კვალზე.ადამიანი,რომელიც ასე ინიღბებოდა გამოვააშკარავე.როგორც აღმოჩნდა 4 წლის წინ,დედაჩემის სიკვდილის,თუმცა არ ვარ დარწმუნებული რომ მოკვდა რაღაც მაეჭვებს.მოკლედ მისი გაუჩინარების შემდეგ წრე დაიშალა.დედას ქონდა სამხილები რომლითაც ყველაფერს ნათელი მოეფინებოდა,ჰქონდა ბრწყინვალე გეგმა შემიშავებული,რიმლითაც ყველას დაიჭერდა,მაგრამ ის გაქრა.ძალიან ღრმად შეტოპვა მომიწია იმისათვის,რომ დეტალები გამეგო,ამასაც აქვე მოგახსენებთ.მინამ სანამ გაიგებდნენ,რომ გავუჩინარდი და მერე მიპოვნიდნენ,შევეცადე წრისთვის გარედან მომევლო და შიგნით ისე შემეღწია.როგორც ჩანს მხოლოდ უფროსობა მეძებს.ძალიან ბევრს ჩემს შესახებ გაგონილიც კი არ აქვს.ამიტიმ შენიღბვით შევაღწია წრის შუაგულში.რომ ვიხსენებ ცუდათ ვხდები.ჩემი თვალით ვნახე ქალები,რომლებიც ერთი მეორეს მიყოლებით კვდებოდნენ.მცირე დოზის გადატანისათვის სწორედ ასეთ" მონებს" იყენებენ.იძულებულს ხდიან შეასრულონ მათი ბრძანება ან მასაც და მის ოჯახსაც ამოხოცავენ.ნარკოტიკს პარკებში ყრიან,თავს უკრავენ და აეროპორტში წასვლის წინ რამდენსაც შეძლებენ იმდენს აყლაპვინებენ.პარკს კუჭის მჟავა შლის და მაქსიმალური დრო 1 საათი აქვთ.მიდიან აეროპორტში,გადიან შემოწმებას და როგორცკი საზღვარზე გადავლენ საპირფარეშოში მირბიან.თითოეულ პაკეტს იღებენ კუჭიდან,ღებინების საშუალებით,თუმცა ხშირად ვერ ასწრებენ,პაკეტი იხევა,ნარკოტიკის ჭარბი დოზა კი მათ კლავს.დღეში მინიმუმ 5 ქალი კვდება ამ გზით.ზოგს სიკვდილამდე ცემენ,ზოგს კი ისევ და ისევ ნარკოტიკით იმორჩილებენ რომელიც ასევე კლავს მათ.ეს ტერორიზმია.
ტერეზა მენდოზა.მექსიკელი ნარკო დილერების ლიდერი.წინა წრეც მაგან დაშალა.მიწასთან ასწორებს ვინცკი გზაზე გადაეღობება.კამილა ვარგასი.აი ვინ უნდა მოვძებნოთ ჩვენ.ის იყო წინა ხუთეულის უფროსი.საქმე ისაა,რომ ისინი ჩემს მოკვლასაც არ ცდილობენ.იქ ყოფნის პერიოდში დავრწმუნდი,რომ იმაზე ბევრად მეტის გაკეთება შეუძლიათ ვიდრე მე აქამდე ნანახი მაქვს.ეს მათი მხრიდან უბრალო გაფრთხილებას წარმოადგენდა.ჯერ ბრძოლა არ დაწყებულა.ყველაფერი წინაა,ან მე მოვკვდები ან ისინი.უკან დახევის გზა მოჭრილია.დროა მეც გადავდო ჩემი სენტიმენტები და ტკივილი გვერდით და ამ ჯოჯოხეთში პირდაპირ თავით გადავეშვა.ჰარი არა,მაგრამ ნამდვილად შემიძლია ზეინს,ნაილ,ლუის,ლიამს და კიდევ სხვებს ვთხოვო დახმარება.ისეთი გუნდი უნდა შევკრიბო,რომელის თითოული წევრი მაქსიმალურად გამოცდილი და გამოსადეგი იქნება.ცოტა ოუშენის 11 მეგობარს კი დაემსგავსება ეს გუნდი მაგრამ არაუშავს.

სიცოცხლის არსი(დასრულებულია)Where stories live. Discover now